in

SBC Digital Summit CIS დაიწყო – სამიტის ბეთინგ პარტნიორია „აჭარაბეთი“

დღეს, 4 ნოემბერს, რეგიონში ყველაზე დიდი SBC Digital Summit CIS დაიწყო. სამიტი ბეთინგ პარტნიორის, კომპანია „აჭარაბეთის“ გუნდის წევრები ირაკლი ასანიშვილი (Deputy CEO), ირაკლი დავარაშვილი (CMO), გიორგი გვენეტაძე (Gaming Director) და ვახტანგ მდივანი (Head of Product Marketing Department) სამიტზე  დამსწრე აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

BOG
BOG

CIS რეგიონი, ბოლო წლებში, ძალიან საინტერესოდ ვითარდება და აქვს შესაძლებლობა, გახდეს ფლაგმანი ქვეყანა გემბლინგის ინდუსტრიაში. SBC CIS Digital Summit არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ქვეყნის და გამოცდილების მქონე პროფესიონალებმა გაუზიარონ გამოცდილება დაინტერესებულ ადამიანებს, სრულიად უფასოდ. „აჭარაბეთისთვის“, როგორც რეგიონში ლიდერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა „აჭარაბეთის“ პროდუქტების მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ მდივანმა

დღეს გაიხსნა CIS-ის რეგიონში ყველაზე მსხვილი „ონლაინ“ დიჯიტალ სამიტი გეიმინგის მიმართულებით, რომელიც დაორგანიზდა SBC Gaming-ის და „სპორტ მედია ჰოლდინგის“ თანამშრომლობის შედეგად, რაც რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამხელა რეგიონში, ამ კონფერენციის ოფიციალური ბეთინგ პარტნიორია „აჭარაბეთი“. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობით. რაც შეეხება სამიტს, კონფერენციაზე გათვალისწინებულია 20-ამდე პანელ დისკუსია, ასევე იქნება ნეთვორქინგის რამოდენიმე ლოკაცია, სადაც უშუალოდ ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მიეცემათ საშუალება, შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაიგონ ახალი ინფორმაცია, მოუსმინონ ახალ ადამიანებს და ეს ყველაფერი შემდეგ თავიანთ სამუშაო მიზნებში გამოიყენონ და ასახონ. ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო გეიმინგის ინდუსტრიის განვითარებისთვის რეგიონში თუ საქართველოში, არამედ თავად დიჯიტალ ბიზნესის მიმართულების განვითარებისთვისაც, რადგან პანდემიამ ახლა მოგვიტანა ის, რომ რეალურად, ნებისმიერი სახის ღონისძიება „ონლაინ“ მიმდინარეობს და ჩვენც ამაზე უნდა გადავეწყოთ“, – ამბობს „სპორტს მედია ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი.

დეტალური ინფორმაცია, სამიტის შესახებ, იხილეთ მითითებულ ბმულზე.

 

[R]

თბილისის კომუნიკაციის სკოლა და Wandio პირველ ერთობლივ Android Development-ის პროგრამას იწყებენ

როგორ შევუნარჩუნოთ გუნდს სამუშაო განწყობა საარჩევნო პერიოდში?