in

სცადეთ კიდევ ერთხელ — განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველივე იდეა მოგწონთ

თუ წარმატებას ძალიან ადვილია და სწრაფად აღწევთ, შესაძლოა, დაბალი ზღვარი გქონდეთ დაწესებული. ხშირად კომპანიებში გუნდის წევრები აღფრთოვანებული არიან ადრეული აზრებით, დაუმთავრებელი იდეების ხელახლა გაჟღერებით და ა. შ. ნაწილობრივ, ამის მიზეზი ის არის, რომ გაუმჯობესებაზე მუშაობა საკმაოდ რთულია.

მარტივად რომ ვთქვათ, ერთსა და იმავე კითხვას იმდენჯერ უნდა უპასუხოთ, ვიდრე საბოლოოდ ეფექტურ და ორიგინალურ პასუხს არ მიიღებთ. გენიალური იდეები სწორედ მაშინ ყალიბდება, როცა კომფორტის ზონიდან გამოდიხართ და კონკრეტულ საკითხს მრავალი კუთხით აფასებთ.

არანაირი გაუმჯობესება ტკივილის გარეშე

ყველაზე საიმედო გზა ორიგინალობისკენ, როდესაც ბრენდის გუნდები იკრიბებიან, იდეების გენერირების ამ უმარტივესი, მაგრამ ყველაზე „სასტიკი“ მეთოდის დაჟინებით მოთხოვნაა. ერთსა და იმავე კითხვას იმდენჯერ და იმდენნაირად უნდა უპასუხოთ, რომ ბოლოს სადღაც გადაღლასა და გაბრაზებას შორის დამალული აზრი იპოვოთ.

მაგრამ როგორ უნდა გააკეთოთ ეს, როდესაც გუნდის წევრებს პირველივე იდეა მოეწონება ან საკუთარ აზრებზე გიჟდებიან? ამ დროს ე. წ. კლასიკური კრეატიული დირექტორის იმპერატივი უნდა გამოიყენოთ: „შემოდეთ ეს იდეა თაროზე. ის არ გაქრება, არამედ თქვენს ხელთ იქნება და ნებისმიერ დროს შეგეძლებათ მისი გამოყენება. მანამდე კი ეცადეთ, დამატებითი აზრები შემოგვთავაზოთ“. 

იმ შემთხვევაში, თუ საკითხის ასე ჩაღრმავება ტკივილთან ასოცირდება, თანამშრომლები მაინც უკან დააპირებენ დახევას. ასე რომ, კიდევ ერთი ტექნიკა უნდა სცადოთ:

პირველ რიგში, აღიარეთ შეზღუდვის მაგია. საკვანძო სიტყვების აკრძალვა. მაგალითად, „გასაღები“ და „ცხოვრება“, „ნათელი“ და „ერთად“ და ყველა მოძველებული ტერმინი, რომელიც ერთსა და იმავე წრეზე გატარებთ. . კანდიდატის ნებისმიერი მიზანი, დაპირება ან ბრენდის იდეა სრულიად თავისუფალი უნდა იყოს მათგან — წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განვითარება თითქმის ნულის ტოლფასია. ალბათ, გიკვირთ, როგორ შეიძლება ამგვარი შეზღუდვა შემოქმედებითი თავისუფლების მაპროვოცირებელი იყოს, მაგრამ ეს ნამდვილად მუშაობს.

მეორე მეთოდი არის იმის წარმოდგენა, რომ როდესაც ნამუშევარი გამოვლინდება, მას არანაირი ახსნა არ უნდა სჭიდებოდეს — თავისთავად უნდა იყოს კონკრეტული აზრის მატარებელი. მაგალითად, რაიმე კამპანიასთან დაკავშირებული პოსტერი პირდაპირ ან აბსტარქტულად უნდა ასახავდეს ძირითად იდეას და არსს. ანუ, მიზანი არის სიცხადე ბანალურობის გარეშე.

Nando’s რესტორანი სითბოსადმი მგრძნობიარე ტანსაცმლის ხაზს უშვებს

მეცნიერებმა მარსზე ავრორას უცნაური სახეობა აღმოაჩინეს!