დანიელ დიზაინერს ოლე ლუნდს სკანდინავიური ქვეყნების ბრენდირების ახალი იდენტობის შექმნა დაევალა. ჩრდილოეთის ქვეყნების ახალი კოლექტიული იდენტობა Bjarke Ingels’ Group (BIG)-მა, სარეკლამო სააგენტო Mensch-თან და ტექნოლოგიურ კომპანია Area9-სთან ერთად შექმნა. სკანდინავიური რეგიონი დანიას, ფინეთს, ისლანდიას, ნორვეგიას, შვედეთს, გრენლანდიასა და ფარერების კუნძულებს მოიცავს.
ევროპის ჩრდილოური რეგიონს სურს დარაჩენი მსოფლიოსგან განსხვავებული გახდეს და ამ გზით გაზარდოს თავისი პოტენციალი. „ჩრდილოეთის ნაკვალევი“ ამ სახელწოდების ახალი იდენტობის შექმნაზე მომუშავე ჯგუფი ჩრდილოეთის საბჭომ აარჩია.
„ჩრდილოეთის ნაკვალევი“ „სკანდინავიური ნარატივების“ წამოწევის იდეაზე დგას, რომლის განხორციელებაც ახალი დახვეწილი ტექნოლოგიით იგეგმება. ტექნოლოგიით, რომელიც გაავრცელებს, როგოც აქამდე არსებულ, ისე მომავლის ჩრდილოურ „ნაკვალევს“, ღონისძიებებზე, პროექტებში და სხვადასხვა ადგილზე მსოფლიოს გარშემო.
გუნდმა შექმნა ლოგო, რომელიც მრავალი წერტილისაგან შედგება და ლათინური N-ის ფორმას ქმნის. მათ ასევე დაამზადეს უფრო ფართო, ანიმაციური დიზაინი, რომლის გამოყენება ციფრული პლატფორმების საშუალებით შეიძლება, მაგალითად, The Nordics-ის ვებგვერდზე. ანიმაციურ დიზაინში ერთმანეთთან შეერთებული ზოლები ჩანს, რომლებიც „ნაკვალევებს“ შორის არსებულ კავშირებს აჩვენებენ.
ანიმაცია მშვიდ ფერებშია გადაწყვეტილი – ლურჯი, ნაცრისფერი, თეთრი. ამასთან, მომუშავე გუნდმა Helvetica-ს შრიფტი აარჩია, მისი მრავალფეროვნებისა და მარტივად წაკითხვადობის გამო.
ვიზუალური იდენტობის შეფასება თავადაც შეგიძლიათ.