დღევანდელ დინამიკურ მოდის ლანდშაფტში, სადაც პიროვნული გამოხატულება ცენტრალურ ადგილზეა და ყოველი ნაბიჯი – ერთგვარ განაცხადს წარმოადგენს, ხოლო ყოველი აქსესუარი ამბავს გვიყვება, ძნელია, მომხმარებელზე შთაბეჭდილება მოახდინო.
თუმცა არიან ბრენდები, რომლებიც, თუნდაც, ასეთი გამოწვევებისას ახერხებენ მომხმარებლის გულის მოგებას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ისეთი ძლიერი, გამოცდილი და რეპუტაციული სახელის მატარებლები არიან, როგორიც ICR-ია.
დღეს გვინდა Gen Z-ის საყვარელი ბრენდის, სკარპიერას შესახებ გიამბოთ – თავად ახალგაზრდა ბრენდი, რომელიც თანამედროვე ადამიანებს იდეალურად შერჩეულ, მაღალი ხარისხის ფეხსაცმელსა და აქსესუარს სთავაზობს. სკარპიერა უყვართ, რადგან, მისი კოლექციების საშუალებით, მუდამ მოდური, ელეგანტური და ინოვაციური სტილი გარანტირებულია. ამავე დროს, სკარპიერას ყოველი ნივთი გინარჩუნებს ინდივიდუალობას. Scarpiera ძალისხმევის გარეშე ასახავს თანამედროვე სტილის არსს.
სკარპიერას დიზაინი ექსკლუზიურად იქმნება იტალიელი დიზაინერების მიერ და აღმოსავლეთ ევროპაში, საუკეთესო გლობალური მწარმოებლების ქარხნებში იკერება. ეს არის სამყარო, სადაც თანამედროვეობა და უახლესი ტრენდები ხელმისაწვდომია და თითეული ნივთი განასახიერებს შეუდარებელ ხარისხს.
ექსკლუზიურ კოლექციებთან ერთად, SCARPIERA ისეთ საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენს, როგორიცაა: Pepe Jeans, Crocs, Bullboxer, Menbur და ახლა უკვე MUNICH – ესპანური ბრენდი, რომელიც 1939 წლიდან იპყრობს სპორტული ფეხსაცმლის სამყაროს აერთიანებს მარადიულ ელეგანტურობას და უახლესი დიზაინს.
1999 წლიდან MUNICH -ს მოდური ხაზი ემატება, რაც საოცრად მალე იხვეჭს პოპულარობას და უპრობლემოდ აერთიანებს კლასიკურ დიზაინს თანამედროვე ტენდენციებთან. დღესდღეობით, ბრენდის გაყიდული ფეხსაცმლიდან, წელიწადში მილიონ წყვილზე მეტი სწორედ მოდურ ხაზს წარმოადგენს.
ასევე, წელს Scarpiera-ს საკუთარი ბრენდის აქსესუარები – თანამედროვე სათვალეები, ელეგანტური ქამრები და მოდური წინდები დაემატა.
და ეს ყველაფერი არ არის – Scarpiera უფრო მეტია, ვიდრე ბრენდი – ეს არის გამოცდილება, მოგზაურობა დახვეწილი დიზაინსა და სტილში. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია, შეიმეცნო ახალი, გამოხატო ინდივიდუალობა და შეიძინო საკუთარი, უნიკალური სტილი.
განურჩევლად იმისა, ირჩევ ბრენდის საკუთარ მოდელებში არსებულ ელეგანტურობას თუ Pepe Jeans-ისა და MUNICH-ის მშვიდ ხიბლს.
აღმოაჩინე Scarpiera-ს სამყარო!
სადაც ყოველი ნაბიჯი თავგადასავალი და პიროვნების ანარეკლია.
ხოლო ყოველ აქსესუარს საკუთარი ისტორია გააჩნია.
[R]