in

საქართველოში, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ახალი ბრენდი, SCARPIERA გამოჩნდა

კომპანია ICR–ის პორტფელს კიდევ ერთი გამორჩეული ბრენდი, SCARPIERA დაემატა. ის ფეხსაცმელებისა და აქსესუარების ახალი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ამ ეტაპზე რამდენიმე მაღაზიითაა წარმოდგენილი – თბილისში ორი და ბათუმში ერთი ფილიალით. ამასთან მისი ხილვა მულტიბრენდული ფორმატის ორ მაღაზიაშიც შეგიძლიათ, „აი სი არ ფეხსაცმელში”. 

SCARPIERA-ს კონცეფცია და ძირითადი მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე, უმაღლესი ხარისხისა და უახლესი მოდის ტენდენციების შესაბამისი პროდუქცია, რადგან ხარისხი და სანდოობა კომპანია ICR-ისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამ ბრენდის მაღაზიებში შეხვდებით იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილ პროდუქციას, რომლებიც  ექსკლუზიურად ქმნიან დიზაინს ბრენდებისთვის: Concept by Scarpiera, Linea Bianca და Linea Nera. ამასთან ერთად, „სკარპიერას” მაღაზიათა ქსელში ნახავთ ისეთ ევროპულ ბრენდებს, როგორებიცაა: Grunberg, Bull Boxer და Menbour. 

მაღაზიათა ქსელში საკმაოდ ფართო არჩევანია და ყველანაირი ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს. აქ იხილავთ როგორც ქალის, ისე მამაკაცის სპორტულ, კლასიკურ, ყოველდღიურ და ფორმალურ ფეხსაცმელებს. შესაბამისად, რაც არ უნდა მოგწონდეთ და როგორი სიტუაციისთვისაც არ უნდა გჭირდებოდეთ ფეხსაცმელი, სასურველ მოდელს აქ აუცილებლად იპოვით. კომპანიაში ამბობენ, რომ ტრენდულობა და კომფორტი ამ ბრენდის დამახასიათებელი ნიშანია. 

რაც შეეხება თავად „აი სი არ ჯგუფს”, ის უკვე 30 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა: „ბატა”, ბამბინო”, „კორსო იტალია”, „ეკკო” და ბევრი სხვა ცნობილი ბრენდი. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი კომპანიაა საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროში, რომელიც აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარის, ავეჯისა და გასტრონომიის საერთაშორისო ბრენდებს.

[R]

TikTok-ის პირველი შეკვეთილი მიუზიკლი თეატრში იდგმება

როგორ ვაქციოთ ცვლილება ნაკლებად მტკივნეულ პროცესად?