in

სკარპიერა მოგყვება ფეხდაფეხ – ბრენდის ახალ კამპანიაზე Leavingstone-მა იმუშავა

ცოტა ხნის წინ, ახალი კამპანიის ფარგლებში, ვიდეორგოლი გამოჩნდა, რომლის მთავარი გზავნილიცაა „სკარპიერა მოგყვება ფეხდაფეხ”. კამპანიის მიზანი იმ მრავალფეროვნების ჩვენებაა, რომელსაც სკარპიერა განსხვავებულ ადამიანებს, ნებისმიერი სიტუაციისთვის სთავაზობს. სადაც არ უნდა მიიჩქაროდე, რასაც არ უნდა აკეთებდე და როგორი ცხოვრების სტილიც არ უნდა გქონდეს – სკარპიერა მოგყვება ფეხდაფეხ. პროექტზე სააგენტო Leavingstone-მა იმუშავა.

 
მთავარი იდეა, რომელსაც კამპანია ეფუძნება, რეალური, დინამიკური მომენტების შექმნაა, რომლებშიც ასახულია ყოველდღიურობა, სიცოცხლე, მოძრაობა და, რა თქმა უნდა ფეხსაცმელი, რომელიც მუდმივად ამ ყველაფრის ნაწილია ჩვენს ცხოვრებაში. ვიდეოში ასახული შთამაგონებელი, ნათელი და ბუნებრივი ვიზუალები ბრენდის იდენტობას უსვამს ხაზს და გვეუბნება, რომ სკარპიერასთან ერთად არ გიწევს ცხოვრება მოარგო კარგ ფეხსაცმელს, პირიქით – კარგი ფეხსაცმელი თვითონ ერგება შენს ცხოვრებას. 

ბრენდი „სკარპიერა” აქტიური ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებისთვისაა შექმნილი. მათთვის, ვისაც უყვარს გარდერობის სეზონურად განახლება და მათთვისაც, ვინც ცდილობს, თავისი ხასიათი ჩაცმულობით გამოხატოს. ბრენდი საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და მრავალფეროვან კოლექციას გვთავაზობს, სადაც სასურველ მოდელს ნებისმიერი ასაკისა თუ გემოვნების ადამიანი იპოვის. არ აქვს მნიშვნელობა, ყოველდღიურობისთვის გჭირდებათ ფეხსაცმელი, ქორწილისთვის თუ სპორტული აქტივობისთვის, სკარპიერაში არჩევანი დიდია.

„სკარპიერას“ მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის დიზაინი ექსკლუზიურად იქმნება იტალიელი დიზაინერების მიერ ბრენდებისათვის Concept by Scarpiera, Linea Bianca და Linea Nera. აქ ასევე წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ბრენდები: PEPE JEANS, GAS, GAP, BIRKENSHTOCK. 

სკარპიერას ბრენდს ქართველი მომხმარებელი უკვე ერთი წელია კარგად იცნობს, რადგან მულტიბრენდულმა კომპანიამ,  ICR, ის გასულ წელს წარგვიდგინა. სკარპიერას თბილისში 6 ფილიალი აქვს, ხოლო ზუგდიდსა და ბათუმში 1-1. სკარპიერას ფილიალებში ამ დროისთვის წარმოდგენილია საზაფხულო კოლექცია და მიმდინარეობს სეზონური ფასდაკლება შერჩეულ კოლექციაზე: https://icrshop.ge/catalog?shop=shop_scarpiera

რაც შეეხება თავად ICR-ს, ის უკვე 30 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საცალო ვაჭრობისა და მომსახურების  სფეროში. იგი წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის და გასტრონომიის საერთაშორისო ბრენდებს: „ბატა“, „ბამბინო“, “ეკკო“, „ჯეოქსი“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა“, „ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა“, „კორსო იტალია“, „ოკაიდი-ობაიბი“, ,,ჟაკადი”, „ლაბორატორია ჩემი სახლი“, „კარე“,  ასევე გასტრონომიულ ბრენდებს  „პომოდორისიმო“ და ,,ტაბლა“.

კრედიტები:

Client: ICR trade
Brand: Scarpiera
Head of Marketing: Nino Mumuchashvili
Marketing Manager: Tatia Mzhavanadze
Agency: Leavingstone
Creative Chairman: Levan Lepsveridze
Creative Director: Emily Koridze
Account Directors: Zizi Nasrashvili, Ekaterine Ebanoidze
Account Manager: Keto Mosulishvili
Copywriters: Keti Kipshidze, Qetevan Magradze
Sr. Strategist: GBK
Head of Design: Matassi Sulakauri
Art Director: Niko Gobiani
Sr. Designer: Giorgi Jinoridze

რეჟისორი: გიორგი შაკაია
ოპერატორი:  ლუკა ნაკაშიძე
დამდგმელი მხატვარი:  ელენე რუხაძე, თათია მოდებაძე
მხატვრის ასისტენტი: ლუკა ჭიჭილეიშვილი
კოსტუმების მხატვარი: მარიამ ქავჟარაძე
კოსტუმების მხატვრის ასისტენტი: თეო გაგოვილი

გამადღები კომპანია: Fire Production
აღმასრულებელი პროდიუსერი: თამარ თვარაძე
ფროდაქშენ მენეჯერი: გიორგი ნინიკაშვილი, მარიამ ზუბაშვილი
ფროდაქშენ ასისტენტი: ირაკლი ჩოჩუა
ლოკაციის მენეჯერი: მარიამ კახნიაშვილი
სეტის ასისტენტი: თორნიკე დარახველიძე
გრიმი : ლუჩია დევეჯიევა
გაფერი: გიორგი ფაილოძე
ფოკუსი: ინა ნერსესიანი

პოსტ პროდაქშენი – ADHD PRODUCTION

[R]

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიტნეს დარბაზი, Vortex გაიხსნა

შეუძლებელი არაფერია – Saatchi & Saatchi ცხელ სეზონს ცხელი ცვლილებებით იწყებს