სამზარეულო არა მხოლოდ კერძების მომზადების ადგილი, არამედ სახლის გულია. დღე იწყება აქ – სწრაფი ყავის ან ოჯახისთვის საუზმის მომზადებით. საღამოს ის ხდება კულინარიული ექსპერიმენტების ან მეგობრების შეკრების ადგილი, სადაც სადილები მოგონებებად იქცევა ხოლმე.
ოჯახის თითოეულ წევრს სამზარეულოს მიმართ სხვადასხვა მოლოდინი აქვს – ზოგისთვის ეს სივრცე შემოქმედებისა და სიამოვნების ადგილია, ზოგისთვის კი მას მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება აქვს. ამის გათვალისწინებით, სამზარეულო ყველაზე კომპლექსური სივრცეა სახლის დიზაინში, რადგან ის უნდა მოერგოს ყველას მოთხოვნებს და სტილს.
ვინ არ არის შეყვარებული იტალიურ სამზარეულოზე?!
მისი ხიბლი სიმარტივეშია – მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი ქმნის უნიკალურ გემოს. პარმეზანი, ზეითუნის ზეთი, პასტა, პომიდორი – ეს ყველაფერი იტალიელების ხელში კულინარიულ სასწაულად გარდაიქმნება ხოლმე. შეუძლებელია არ გიყვარდეს იტალიური კერძები, რადგან მასში ერთდროულადაა თავმოყრილი ოჯახურობა, სილაღე და გემოვნური თვისებები.
არ არის გასაკვირი, რომ მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოებიც ამ ქვეყნიდან მოდის. შემთხვევითი არც ის არის რომ იტალიაში იტალიელს რომ ჰკითხოთ თუ რომელი ბრენდის სამზარეულოს შეძენას გირჩევთ ყველას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს – Scavolini.
სკავოლინი იტალიური კულინარიული კულტურის ერთ-ერთი გამოხატულებაა. იტალიელები ყოველთვის ამზადებენ გულითა და ვნებით და ეს ფილოსოფია ჩანს Scavolini-ის სამზარეულოებშიც. ის მსოფლიოში აღიარებულია პრემიუმ ხარისხით, დიზაინის მრავალფეროვნებით და უმაღლესი ტექნოლოგიებით. ნახევარ საუკუნეზე მეტია, ბრენდი ქმნის სამზარეულოებს, რომლებიც როგორც ყოველდღიურობას, ისე განსაკუთრებულ მომენტებს შეესაბამება. აქ თანამედროვე დიზაინი, კომფორტი და ფუნქციურობა ჰარმონიულ ბალანსს ქმნის.
Scavolini – ცხოვრების სტილი
Scavolini-ის საიდუმლო მის მრავალფეროვნებაშია. ყველა სახლის სამზარეულო უნიკალური და სახასიათოა. ბრენდის ელეგანტური და ერგონომიულად შემუშავებული დიზაინი კი ზუსტად ეხმიანება და აკმაყოფილებს ყველა ტიპის გემოვნებას. მას საბოლოო არჩევანად აქცევს იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ სახლი მათ ინდივიდუალურ სტილს ზუსტად გამოხატავდეს.
ფლობდე სკავოლინს არ ნიშნავს გქონდეს მხოლოდ სამზაერულო – ეს არის არჩევანი მოდური ცხოვრების სტილის, თანამედროვე დიზაინის, ხარისხისა და კომფორტის.
ინდივიდუალური დიზაინი
Scavolini-ის ფილოსოფია შემდეგია: „შენი სამზარეულო უნდა იყოს ისეთი, როგორსაც შენ წარმოიდგენ“. ეს თავისუფლება აისახება როგორც სტილისტურ მრავალფეროვნებაში, ისე პერსონალიზაციის შესაძლებლობაში.
ბრენდი მოიცავს ყველა მიმდინარეობას – კლასიკურიდან ულტრათანამედროვემდე. მისი კოლექციები გამოირჩევა გოფრირებული შუშის, მეტალისა და ხის ფასადებით, მრავალფეროვანი ფერთა გამით, პრემიუმ მასალების არჩევანით, როგორიცაა მეტალი, შუშა ლაქირებული ხე და ა.შ.
Scavolini თანამშრომლობს ცნობილ დიზაინერებთან, როგორიცაა: Luca Nichetto, Fabio Novembre, Studio Rainlight, Gianni Pareschi, Vittore Niolu, Nendo, Michael Young და სხვა. ბრენდი მათთან ერთად ყველა კოლექციის დიზაინს ინჟინრული სიზუსტით ქმნის, რაც უზრუნველყოფს მინიმალური სივრცეების ეფექტურად გამოყენებას და სამზარეულოს კომპოზიციის მორგებას სასურველ ადგილზე.
Mia by Carlo Cracco – პროფესიონალური სამზარეულოს შესანიშნავი ინტერპრეტაცია სახლისთვის.
Michelin-ის ვარსკვლავის მქონე შეფ-მზარეულის მონაწილეობით შექმნილი პროფესიონალური სამზარეულო. ეს კონცეფცია მოიცავს შემდეგ ელემენტებს:
- მოდულური სისტემა – ღვინის თაროები, აქსესუარების ბარი, საკიდები, სანელებლების უჯრები;
- სამზარეულოს პროფესიონალური აღჭურვილობა – ვაკუუმური შეფუთვის აპარატი, დეჰიდრადატორი, კერძის გასათბობი ნათურა და ა.შ.,
- ერგონომიული დეტალები – ჩაშენებული სახელურები, გამოსაწევი საჭრელი დაფა და სივრცის ოპტიმიზაციის სხვა გადაწყვეტილებები.
Diesel Living by Scavolini – Scavolini-სა და Diesel Living-ის კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ეს კონცეფცია მინიმალიზმისა და ინდუსტრიული ესთეტიკის შერწყმაა.
Scavolini OUTDOOR
ზაფხულის სითბოში, როდესაც ბუნებაში ყოფნა ყველაზე სასიამოვნოა, გარე სივრცის სამზარეულო იდეალური გადაწყვეტილებაა. Vittore Niolu-ს მიერ შექმნილი Formalia OUTDOOR თქვენს ზაფხულს უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის.
ეს თანამედროვე გარე სივრცის სამზარეულო შედგება 19 ელემენტისგან, რომლებიც იდეალურად ინტეგრირდება უახლესი თაობის საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან. ფოლადის ბარბექიუს გრილიდან დაწყებული, ვინირებული ხი მასალის სათავსოებით დამთავრებული, ყველა დეტალი იტალიურ ხარისხსა და ფუნქციურობაზე მეტყველებს.
სამზარეულოს დიზაინი არასდროს არის სრულყოფილი შესაბამისი აქსესუარების გარეშე. Scavolini ამ კუთხითაც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. უჯრის ორგანაიზერები, მოძრავი კალათები, LED განათების სისტემები, ჭურჭლის, ღვინისა და სანელებლების თაროები, დანა-ჩანგლის სათავსოები – ეს ყველაფერი გვეხმარება შევინარჩუნოთ წესრიგი და შევიგრძნოთ კომფორტი ჩვენს სამზარეულოში.
Scavolini – ხარისხი და სტაბილურობა – Made in Italy
Scavolini – ის სამზარეულოს თითოეული შემადგენელი დეტალი ეს იქნება მასალა თუ მექანიზმი მრავალ ტესტს გადის და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
ტესტების შედეგად დადასტურებულია, რომ Scavolini იყენებს ეკოლოგიურად ჯანსაღ მასალებს, რომელიც მდგრადია ნაკაწრების, ლაქების, მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის მიმართ. შესაბამისად, სამზარეულო ინარჩუნებს თავდაპირველ იერსახეს მრავალი წლის მანძილზე.
სკავოლინის სამზარეულოს კარადებს, თაროებსა და უჯრებს მომრგვალებული კუთხეები და დაცული საკეტები აქვთ რათა ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველყოს.
Scavolini-ს ექსკლუზიური პარტნიორია ბელ მეზონი, სადაც ოფიციალური შოურუმია გახსნილი. Belle Maison – ის გამოცდილი პროფესიონალების გუნდთან ერთად შეძლებთ თქვენთვის სასურველი სამზარეულოს დაპროექტებას.
Scavolini – სადაც დიზაინი, კომფორტი და ცხოვრების საუკეთესო მომენტები ერთიანდება
სამზარეულო ყოველთვის იყო სახლის ცენტრი, ადგილი, სადაც ყველაფერი ერთად იკვეთება – არომატები, მოგონებები, სიახლეები და ოჯახური სითბო. აქ იწყება დღე და მთავრდება საღამო, აქ იქმნება ურთიერთობები, ზიარდება ემოციები და იბადება ახალი ტრადიციები. Scavolini გახდება თქვენი ცხოვრების ნაწილი, რომელიც თქვენს რიტმს მოერგება.
[პარტნიორის კონტენტი]