in

„სქრინფლეი“ — ადგილი, სადაც ყველა იდეა სცენარად იქცევა

„პირველად იყო იდეა…“ — ალბათ, ასე უნდა დავიწყოთ საუბარი „სქრინფლეიზე“, სცენარისტთა პირველ სკოლაზე საქართველოში, რადგან აქ ყველა ადამიანი პოტენციურ სცენარისტად მიდის; ზეპირი თუ ფურცლებზე საგულდაგულოდ ამოწერილი იდეებით. უბრალოდ, პროფესიონალურ ნამუშევრად რომ იქცეს, გარკვეული თეორიული და პრაქტიკული ცოდნაა საჭირო. სცენარისტის „წოდებასაც“ თავისი შესაძლებლობები სჭირდება — შეიძლება, ფარულად ბევრს ჰქონდეს, მაგრამ შესაბამისი მუხტის, ბიძგის გარეშე ისე ჩაქრეს ეგ ნაპერწკალი, ვერც გაიგონ.

ამ სტატიაში სტანდარტულად არ განვიხილავთ ისეთ დეტალებს, როგორებიცაა კურსის ხანგრძლივობა ან ლექტორების ვინაობა. არც ზედაპირულად გეტყვით, რის სწავლას შეძლებთ აქ. ამის ნაცვლად, უკვე კურსდამთავრებულების კომენტარებს გაგიაზრებთ და ბოლო წერტილის დასმამდე საერთო სცენარის პერსონაჟებად იგრძნობთ თავს.

3-თვიანი ძიება, სწავლა და შექმნა

სამი თვის განმავლობაში ერთსა და იმავე აუდიტორიაში, კვირაში სამჯერ შეაღებთ კარს: თქვენ იქნებით ნებისმიერი წარმატებული თუ წარუმატებელი პერსონაჟი; სხვადასხვა ჟანრს მორგებული ამბავი; გადახაზული მონაკვეთი და მის ნაცვლად დაწერილი ახალი აზრები. ლექტორები კი სრულად გადმოგცემენ საჭირო ცოდნას. სიმბოლურად, ისეთ საკუჭნაოს ჰგავს, ბოლომდე რომაა ამოვსებული და კარის გაღებისთანავე აქეთ ცვივა ნივთები… უბრალოდ, აქ ყველაფერი საჭიროა — თავად მიხვდები, საშენოდ რა გჭირდება, რას უნდა დაავლო ხელი და შენს ცოდნად აქციო.

გოჩა კორხელაური, ბექა ადამაშვილი და ლაშა ბუღაძე — სწორედ ეს ლექტორები ასწავლიან „სქრინფლეიში“. თითოეული საგანი ისეა გადანაწილებული, რომ სტუდენტებმა სრულფასოვნად შეძლონ სცენარის წერისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ათვისება:

  • სცენარის წერის პრინციპები — გოჩა კორხელაური
  • დრამატურგიის მეთოდოლოგია — ლაშა ბუღაძე
  • წერა რეკლამისთვის — ბექა ადამაშვილი

ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ სცენარის წერა მხოლოდ კინოინდუსტრიაშია საჭირო. არადა, მას ყველგან ვხვდებით… სრულ და მოკლემეტრაჟიანი ფილმებით დაწყებული, სპექტაკლებით, წიგნებით, გადაცემებითა და რეკლამებით დასრულებული. შესაბამისად, „სქრინფლეიში“ ერთი კონკრეტული მიმართულებით არ არიან შეზღუდულნი — ყველა იმ ფორმით აცოცხლებს იდეას, როგორც თავად სურს.

წინა „ეპიზოდის მონაწილეები“

ხშირად, ცნობილ პერსონაჟებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ ადამიანებზე. ბევრი ცდილობს, საყვარელ გმირს მიჰბაძოს ან მის მიერ ნათქვამი რაიმე მოსაზრება ცხოვრების წესად იქციოს. „სქრინფლეიშიც“ ასე რჩებიან ადამიანები გამორჩეულ პერსონაჟებად — ყველა თავის ამბავს ტოვებს და მომდევნო სტუდენტებს საკუთარ აზრებს ახვედრებენ. ამიტომაც, აქაც სცენოგრაფიული პრინციპით გავყვებით, ერთგვარი მონოლოგების სახით გაგიზიარებთ რამდენიმე კურსდამთავრებულის კომენტარს:

ნინა გოგოლაძე, ქოფირაითერი და სცენარისტი: ალბათ, ჩემს ამ სიტყვებსაც ისევე არ დაიჯერებს მკითხველი, როგორც მე არ მჯერა ხოლმე სხვების, მაგრამ “სქრინფლეი” ჩემი ბედნიერების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ იქცა. კვირის იმ დღეებში, როცა ლექციები გვქონდა, მთელ დღეს საღამოზე ფიქრში ვატარებდი, საღამოს კი სიხარულით ვკვეთდი თბილისის საცობებს. აუდიტორიაში გატარებულ მხიარულ საათებზე აღარაფერს ვიტყვი. 

სცენარისა და დრამატურგიის კუთხით ნულიდან დავიწყე და დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამწყები სცენარისტისა და გამბედავი მწერლის სტატუსზე „ვქაჩავ“.

გულწრფელად, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება “სქრინფლეიში” სწავლა იყო. კურსის დასრულებიდან მალევე ბატონმა გოჩამ ერთ-ერთ პროექტზე უმცროს სცენარისტად ამიყვანა. ახლა გაორმაგებული სიხარულით და ცოტა მეტი კომპეტენციით ვაკეთებ იმას, რასაც ლექციებზე ვაკეთებდით…

გოჩა კორხელაური, ჩემი აზრით, კურსის ბირთვია. კითხვაზე, როგორ გავხდე კარგი სცენარისტი, მასზე უკეთეს პასუხს, ალბათ, ვერავინ გაგცემთ.

ლაშა ბუღაძის ყოველი ლექციის შემდეგ ვხვდებოდი, როგორ ვხდებოდი ბევრად უკეთესი, როგორც ამბავთმთხრობელი.

რაც შეეხება ბექა ადამაშვილის ლექციებს, გარდა ქოფირაითერის უნარების ათვისებისა, სატაშფანდურო განწყობასა და ბევრ სამახსოვრო სუვენირს გამოკრავთ ხელს. ასევე, ჩვენ მანანა ბეგიაშვილიც გვასწავლიდა — მისი სწავლების მეთოდით თავიდან გაოცებული ვიყავი, მაგრამ მალევე შევამჩნიე, ჩემს ნაწერებს როგორ შეეპარა სითამამე და ნათელი ფერები.

„სქრინფლეიში“ სწავლას სცენარად თუ ვაქცევთ, ასეთი რაღაც წარმომიდგენია: 2000-იანების დასაწყისში დაბალი ხარისხის ფილმებს რომ იღებდნენ საშუალო სტატისტიკურ გოგოზე, რომელიც შემთხვევით სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდა და უცებ გააპრინცესეს, ან ჰოლივუდი დაიპყრო, ან კიდევ რომელიმე სხვა ოცნება აისრულა… ეგ არის რა“.

ნატალია ყიფშიძე, მსახიობი და სცენარისტი: „სცენარისტთა სკოლა საუკეთესო ადგილია წერის გასაუმჯობესებლად. ახლა დავიწყე ჩემი ზღაპრის სცენარად გადაქცევა და დარწმუნებული ვარ, გამომივა. ეს თავდაჯერებულობა სწორედ „სქრინფლეიმ“ მაპოვნინა…

წერა ჩემს წარმოსახვით სამყაროში ადამიანების დაპატიჟების ფორმაა. ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ და მისი ეკრანიზაციის სურვილი გამიჩნდა. უბრალოდ, სიტყვების დაფერთხვისა და ჩემი აზრების ერთი მიმართულებით გაშვების მხრივ ცოტა პრობლემა მქონდა, რაც სცენარისტთა სკოლამ მარტივად მომიგვარა.

აქ ახალი თამაშიც მასწავლეს, „სათაურობანა“ — ყუთში ბევრი უცხო სათაური მაქვს რომლებზეც მოკლე ამბებს ვწერ. ასე ვისწავლე ამბის მოკლედ მოყოლა რომელიც ჩემს ნაწარმოებში ემოციების გამოხატვაში დამეხმარება.

ჩემთვის “სქრინფლეიში” სწავლის პერიოდი იმ გმირის სიუჟეტს ჰგავს, აღმოჩენების კიბეზე რომ ადის“.

თორნიკე არჯევანიძე, იურისტი და სცენარისტი: „”სქრინფლეის“ კურსზე მივედი იმის მოლოდინით, რომ მივიღებდი საჭირო ინფორმაციასა და ცოდნას ფილმის/სერიალის სცენარის წერის საფუძვლების შესახებ. ჩემი მოლოდინები ამ მხრივ გამართლდა, რადგან მთელი კურსის განმავლობაში შეხება მქონდა ნამდვილ პროფესიონალებთან, რომელთაც ყველა ის საჭირო ცოდნა გადმომცეს, რომელიც სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში დამეხმარება სრულფასოვნად შევუდგე სცენარისტის საქმიანობას.

ჩემთვის „სქრინფლეი“, პირველ რიგში, არის ურთიერთობა არაჩვეულებრივ ადამიანებთან — როგორც ლექტორებთან, ისე სტუდენტებთან. რაც შეეხება სცენარის წერის კუთხით ცოდნის შეძენას, მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ შესაბამისი ცოდნა მომცეს ლექტორებმა და ახლა უკვე შემიძლია, ნებისმიერ იდეას შევასხა ხორცი. გამოცდილების მხრივ, საინტერესო იყო როგორც ლექციებზე მოცემული კრეატიული დავალებების შესრულება, ისე ფინალურ პროექტზე მუშაობა.

რამდენადაც „სქრინფლეის“ კურსის ფინალურ დავალებას წარმოადგენდა ჩვენი იდეის ფილმის სცენარად ქცევა, სცენარის სახე მივეცი ჩემ მიერ დაწერილი მოთხრობის საწყის ნაწილს… 

ისე კი, „სქრინფლეიში“ სწავლის პერიოდი სიუჟეტად რომ ვაქციო, ასეთი იქნებოდა: დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, შემოქმედებითი ახალგაზრდები ერთად იკრიბებიან და სცენარისტობის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმას ცდილობენ. ამ სიუჟეტში ბევრი სიცილია, ბევრი სახალისო დავალება, ფილმებსა და წიგნებზე საინტერესო საუბრები, ჯგუფური მუშაობა და ერთმანეთის იდეების ხორცშესხმაში დახმარება; რაც მთავარია — ურთიერთობა საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან“.


ახლა კი სცენარისტთა პირველი სკოლა საქართველოში ახალ სცენარისტებს ელოდება, უამრავი ამბითა და გასაცოცხლებელი იდეით.

კურსზე სწავლა 15 აპრილს იწყება, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ხოლო მანამდე 27 მარტს, 20:00 საათზე ღია კარის დღე ჩატარდება — „სცენოგრაფიული კონფერენცია“.

[პარტნიორის კონტენტი]

თიბისის წარმატების ისტორია „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველ ქართულ გამოცემაში

Stimorol – ცოტა რამ ბრენდზე, რომელიც 90-იანებს გვახსენებს