in

უარი რუსეთს, SCHALKE 04-ს მაისურზე გაზპრომის წარწერა აღარ ექნება

ცნობილ გერმანულ საფეხბურთო გუნდს, შალკე 04- კლუბის მაისურზე რუსული კომპანიის, გაზპრომის წარწერა და ლოგო აღარ ექნება. ამის შესახებ კლუბი ინფორმაციას საკუთარი ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, კლუბმა გადაწყვიტა, რომ მაისურიდან გაზპრომის წარწერა და ლოგო წაშალოს. ამის ნაცვლად, გუნდს უბრალოდ საკუთარი სახელი, Schalke 04 ეწერება“. – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2006 წლიდან არსებული სასპონსორო ხელშეკრულება გერმანულმა მხარემ ოფიციალურად გაწყვიტა და წლიურ 15 მილიონ ევროზე უარი თქვა.
კლუბის გადაწყვეტილებას წინ გერმანული ბილდის გადაწყვეტილება უძღოდა, როდესაც სტატიაში მათ გაზპრომის ლოგო მაისურიდან წაშალეს და უკრაინის მხარდასაჭერი განცხადება განათავსეს.
გერმანულმა გამოცემა Bild-მა რუსული კომპანიის, გაზპრომის ლოგოტიპის დემონსტრირებაზე უარი თქვა. გამოცემამ ფოტოზე, რომელზეც შალკეს ფეხბურთელები არიან აღბეჭდილები, ლოგო ჩაანაცვლა და გამოაჩინა წარწერა “თავისუფლება უკრაინას” . რედაქციის განმარტებით მომავალ ნომრებშიც მოერიდებიან, თუნდაც ირიბი გზით, რუსული კომპანიის რეკლამირებას.

Infinix – ახალი ბრენდის ტექნიკა “ელიტ ელექტრონიქსში”

იაპონიის მთიანი ქალაქის განსაცვიფრებელი ფოტოგრაფია