25
Sep
2018

წინასასკოლო მხიარულება “გალერია თბილისში”!

25 Sep 2018

სასკოლო სეზონისთვის “გალერია თბილისმა” კამპანია “ყველაფერი „ა“-დან „ჰ“-მდე” წამოიწყო, რასთან დაკავშირებითაც, სააგენტო Redberry-სთან თანამშრომლობით, საკომუნიკაციო პოსტერების კოლაჟი მომზადდა, რომელიც გულისხმობს, რომ სავაჭრო ცენტრში ყველა ტიპის სასკოლო ნივთის შეძენაა შესაძლებელი. კამპანიის დასასრულს, სავაჭრო ცენტრში წინასასკოლო ღონისძიება გაიმართა – “გალერია თბილისში” მისულმა ბავშვებმა სახალისო შეჯიბრებებში, დამალულ და ხილულ ვიქტორინებში მიიღეს მონაწილეობა. ხოლო გამარჯვებულებმა საჩუქრებიც დაიმსახურეს.

 

[R]

განხილვა