27
May
2019

თბილისში სასკოლო განათლების ფორუმი ჩატარდება

27 May 2019

2 ივნისს, პირველი და ყველაზე მასშტაბური სასკოლო განათლების ფორუმი ტარდება. ღონისძიების მთავარი მიზანია, ერთიანი სივრცის შექმნით, სასკოლო სექტორში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე დიალოგი. ფორუმი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივითა და Forward-ის ორგანიზებთ, მრავალფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკაში“ იმართება.

ღონისძიება 11:30-ზე იწყება და 16:30-მდე გაგრძელდება. გაიმართება პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები. საუბარი იქნება თემებზე: განათლების სისტემის რეფორმების ისტორია 1991-წლიდან დღემდე, განათლების სტრატეგიები, დაგეგმილი და განუხორციელებელი რეფორმები; ახალი სკოლის მოდელი; სინთეზური აზროვნების აუცილებლობა; სკოლის მართვის ინოვაციური სისტემები და სხვა. ღონისძიების სპიკერები არიან: გია მურღულია, სიმონ ჯანაშია, არჩილ სუმბაძე, ირინა აბულაძე, გიორგი გახელაძე, გია შარვაშიძე, ანდრო დგებუაძე, ლიკა აბრამაშვილი, რამზიკ ბადალიანი, ავთო აბდუშელიშვილი, თამარ ჯაყელი, ირინა ხანთაზე, მამუკა ხამხაძე.

ღონისძიების ბლიც ინტერვიუში მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

„ჩვენი მიზანია, ერთიანი სივრცის შექმნით, ხელი შევუწყოთ სასკოლო სექტორში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე დიალოგის დაწყებას, გაიზარდოს დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და დავეხმაროთ სკოლებს ახალი პარტნიორების მოძიებაში“, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „თიბისი ახალი თაობისთვის“, Schoolbook, „გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდი“, „განათლება ყველასთვის“ და მასწავლებლის ეროვნული ჯილდო.

ფორუმის მედია პარტნიორები არიან: Marketer.ge და „National Geographic საქართველო“.

 

განხილვა