5
Dec
2019

ღონისძიება, რომელიც მშობლებმა და ბავშვებმა არ უნდა გამოტოვოთ – სკოლების გამოფენა

5 Dec 2019

6-7 დეკემბერს, „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, სკოლების გამოფენა გაიმართება. ღონისძიების სტუმრები კერძო სკოლებსა და ბაღებს, ენის ცენტრებს, სპორტულ სკოლებს, გასართობ ცენტრებს, სახელოვნებო წრეებს გაიცნობენ.

ორგანიზატორების თქმით, გამოფენა საინტერესო იქნება როგორც მშობლების, ისე ბავშვებისთვის.

„ორი დღის განმავლობაში, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის გაიმართება პრეზენტაციები და სემინარები:

  • სკოლების ზოგადი პრეზენტაციები
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეზენტაციები – „საერთაშორისო გამოცდები“, „შეფასება განვითარებისთვის“ და „საერთაშორისო შეფასებები/კვლევები“.
  • ნეიროფსიქოლოგ ნანა მარგველაშვილის საჯარო ლექციები: „როგორ შევაქოთ და გავამხნევოთ ბავშვები“ და „ჭარბი სტრესი და ბავშვების განვითარება“.

გამოფენაზე ბავშვები ნამდვილი ექსპერიმენტების ჩატარებას შეძლებენ. მოეწყობა პლანეტარიუმი, სადაც მონაწილეები გაეცნობიან მზის სისტემას – პლანეტებს, ასტეროიდებს, კომეტებს და მზეს და თითოეულის ბუნებას, გალაქტიკას – გაიგებენ გალაქტიკის მახასიათებლებზე, დიდ თუ მცირე ვარსკვლავებზე, ვარსკვლავების დაბადებასა და გაქრობაზე.

„ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ცოტა ხნით იყვნენ, „არქეოლოგები” და აღმოაჩინონ ნივთები. ვიზიტორებს სტენდებთან დახვდებათ სახელოვნებო ვორკშოფები ხატვასა და ძერწვაში. ასევე, გაიმართება სპორტული შეჯიბრებები ფეხბურთსა და კალათბურთში“.

[R]

განხილვა