12
Nov
2018

თბილისში სკოლების გამოფენა გაიმართება

12 Nov 2018

თბილისში სკოლების გამოფენა პირველად ჩატარდება. ის 7 დეკემბერს, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ დაიწყება და 8 დეკემბრამდე გასტანს. ორგანიზატორთა თქმით, გამოფენის მიზანია შექმნას ერთიანი პლატფორმა საშუალო განათლების სფეროში, ერთ სივრცეში შეკრიბოს ინდუსტრიის ყველა მონაწილე და პოტენციური მომხმარებელი, დამთვალიერებელს საშუალება მისცეს შეაფასოს წარმოდგენილი სასწავლებლების უპირატესობები, მათი პროგრამები, სწავლების მეთოდიკა, ინფრასტრუქტურა, კურიკულუმები და ტექნიკური უზრუნველყოფა.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

მშობლები ხშირად აწყდებიან პრობლემას შვილისთვის სკოლის შერჩევისას. ორგანიზატორთა თქმით, იმ პირობებში, როცა ქეყანაში არ არსებობს ერთიანი რეიტინგული სისტემა, ამ გამოფენის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია, რადგან მონაწილეებსაც და დამთვალიერებლებსაც ეძლევათ საშუალება თავად შეაფასონ წარმოდგენილი სკოლები, თუ სხვა დაწესებულებები.

რაც შეეხება მონაწილეებს, გამოფენაზე წარმოდგენილნი იქნებიან: კერძო სკოლები, საჯარო სკოლები, საზაფხულო სკოლები, სახელმწიფო სამსახურები/რესურს-ცენტრები/ გაცვლითი და სხვა პროგრამები, სასკოლო წიგნების მწარმოებლები, სასკოლო ინვენტარი/სასკოლო კანცელარია, უცხო ენის სასწავლო ცენტრები, მუსიკალური, სამხატვრო, საცეკვაო, სპორტული სკოლები და სხვადსხვა სასწავლო და გასართობი ცენტრები. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები: საჯარო ლექციები, საბავშვო სამცნიერო – გასართობი კონკურსები. ღონისძიების ორგანიზატორი გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯიაა“.

საგამოფენო სივრცე მონაწილე სკოლებსა და დაწესებულებებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ თავიანთი თავი. გააცნონ დაინტერესებულ პირებს მათი სასწავლო პროგრამები, მეთოდოლოგიები, სერვისები და პროდუქტები. ჩაატარონ პრეზენტაციები არამარტო სტენდებზე, არამედ სპეციალურ საპრეზენტაციო ოთახში, მიზნობრივ აუდიტორიას აჩვენონ და უამბონ თავიანთი ინფრასტრუქტურის შესახებ, ისაუბრონ უკვე მიღწეულ წარმატებებზე და მათი სკოლის უპირატესობებზე.

განხილვა