in

ყველაფერი „ა“-დან „ჰ“-მდე ანუ გალერია თბილისის წინასასკოლო კამპანია

„ყველაფერი „ა“-დან „ჰ“-მდე“ – ამ სახელწოდებით, სავაჭრო ცენტრ გალერია თბილისის წინასასკოლო კამპანია მიმდინარეობს. ამ ფორმით კომპანია გვამცნობს, რომ სავაჭრო ცენტრში “ა”-დან “ჰ”-მდე ყველა იმ ნივთის შეძენაა შესაძლებელი, რაც ბავშვებს სასკოლოდ სჭირდებათ :  საკანცელარიო ნივთები, ტანსაცმელი და აქსესუარები.

კამპანიის ფარგლებში, თითოეულ ასო-ბგერაზე “გალერია თბილისის” სოციალურ ქსელში იმ პროდუქციის ამსახველი ფოტოები იდება, რაც ამ კონკრეტულ ასოზე იწყება და რისი შეძენაც “გალერია თბილისშია” შესაძლებელი. “ა”-ზე ანბანი და აკვარელი, “ბ”-ზე ბაფთა, ბენსიმონები… ხშირ შემთხვევაში ფოტოებს იუმორისტული ტექსტებიც ახლავს, მაგალითად,  “ო” ასოზე –  ორი კალამი , რომელმაც კლასში მეგობრისთვის ზედმეტი კალმის თხოვების ეპიზოდი გაგვახსენა.

კამპანიის კრეატიული კონცეფცია კომპანია „რედბერის“ ეკუთვნის.

 

[R]

Just Do It! იმიტომ, რომ ამისთვის ხარ დაბადებული! – Nike-ის ვიდეორგოლი

Q8-ს წარდგენა, ჯუზეპე ვერდის მუსიკის ფონზე – Audi-ს რეკლამა