in

Schoolbook Camp – როგორ შეიძლება იქცეს უბრალო ზაფხული გარდამტეხ გამოცდილებად

Schoolbook Camp დაბრუნდა! და წელსაც საქართველოში მოზარდებს გამორჩეულ და დაუვიწყარ ზაფხულს სთავაზობს. ესაა ნამდვილი ბანაკი, რომელიც არ უნდა გამოტოვო.

გამოცდილება, რომელიც „ზაფხულიდან ზაფხულამდე“ გრძელდება და ბანაკი, რომლის მსგავსსაც ვერსად შეხვდები.

Schoolbook Camp გთავაზობთ საქართველოში საუკეთესო საზაფხულო ბანაკის გამოცდილებას, რომელიც მოზარდებს პიროვნული განვითარების უნიკალურ პროგრამას სთავაზობს დარგის წამყვანი სპიკერების მონაწილეობით, ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობითა (იოგა) და პიროვნული ზრდის სპეციალურად შემუშავებული პროგრამით. მოდით, ერთად გავიგოთ, რატომ სქულბუქის საზაფხულო ბანაკი?

ბანაკი მდებარეობს ბორჯომხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე – უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და სტრესისგან თავისუფალ გარემოში. აქ მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ საკუთარ თავს ყოველდღიური რუტინისა და ციფრული სამყაროს გარეშე.

წამყვანი სპიკერების მასტერკლასები

მოზარდებს შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი სპიკერებისგან – მათთან შეხვედრა მხოლოდ ლექცია არ იქნება. ეს იქნება შეხვედრები, რომლებიც ცვლიან ცხოვრებას განვითარებისკენ: აძლევენ მოზარდებს ინსპირაციას, ახალ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.

სქულბუქის ბანაკის მენტორები არიან:

  • ნათია ფანჯიკიძე – ჯგუფური კონფორმიზმი და ინდივიდუალიზმი;
  • ალექსანდრე ჯეჯელავა – ემოციური გონიერება;
  • დათო ტურაშვილი – თექვსმეტ წლამდე აკრძალულია (საბჭოთა ტაბუ);
  • ნინო მარგველაშვილი – სტრესის მართვისა და თვითრეგულაციის პრაქტიკული ტექნიკები;

სპიკერების სია განახლებადია და თვალი ადევნეთ სქულბუქის ბანაკის სოციალურ არხებს, რომ არ გამოტოვოთ სიახლეები.

პიროვნული ზრდის აქტივობები

ბანაკის ყოველი დღე აერთიანებს განათლების გამოცდილი სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების მიერ მიზნობრივად შემუშავებულ მრავალფეროვან აქტივობებსა და თამაშებს, რომლებიც მიმართულია მოზარდების ემოციური კეთილდღეობისკენ, თვითშეფასების ამაღლებისკენ და თანაბრად ეხმარება ფიზიკურ, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებაში. სქულბუქის ბანაკის პროგრამა შემუშავებულია ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მაგისტრის, განათლების ფსიქოლოგიის დოქტორანტისა და სერთიფიცირებული ფსიქოკონსულტანტის მარიამ ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით.

ბუნებასთან ჰარმონია და იოგის სესიები

პროფესიონალი იოგის ინსტრუქტორის – სალომე სარაჯიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული იოგის პრაქტიკები დაეხმარება მოზარდებს სხეულის შეგრძნების გაუმჯობესებაში, სტრესის შემცირებასა და შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში. ეს არის შესაძლებლობა, ისწავლონ საკუთარი სხეულის მოსმენა და ფიზიკური სიმშვიდის მნიშვნელობა.

კრეატიული თვითგამოხატვა

შემოქმედებითი სახელოსნო, რომელიც მოიცავს თიხას, ხატვას და სხვა აქტივობებს, ქმნის სივრცეს თვითგამოხატვისა და კრეატიული იდეების რეალიზაციისთვის.

გართობა და ახალი გამოცდილებები

ლაშქრობა და სპორტული აქტივობები, რაც ავითარებს გუნდურ მუშაობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას.

უსაფრთხოება და მშობლის სიმშვიდე
ბანაკის ორგანიზატორები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ უსაფრთხოებასა და მოზარდების კომფორტს. ყოველ 10 მოზარდზე ერთი ლიდერი ზრუნავს, რაც ინდივიდუალურ მიდგომას უზრუნველყოფს. ადგილზე მუდმივად იმყოფება ექიმი, ხოლო დაცვა 24/7 რეჟიმში მუშაობს.  ყოველ დღე მოზარდებს სპეციალურად შემუშავებული, დაბალანსებული და ჯანსაღი მენიუ დახვდებათ.

ბანაკის ბოლოს მოზარდები მონაწილეობას მიიღებენ გრანდიოზულ გამოსაშვებ ღონისძიებაში და მიიღებენ პიროვნული ზრდის პროგრამის სერტიფიკატს.

ზაფხულიდანზაფხულამდე

Schoolbook Camp საზაფხულო ბანაკია, რომლის ფილოსოფიაც ეფუძნება იდეას, რომ  ერთი ზაფხულიც საკმარისია პიროვნული ზრდისა და შინაგანი პოტენციალის გამოსავლენად. სხვა საზაფხულო ბანაკებისგან განსხვავებით, ეს არის ნადვილი ბანაკი, სადაც მოზარდი იწყებს საკუთარი თავის უკეთ გაცნობას, პოულობს ახალ ინტერესებს, სწავლობს ემოციების მართვას, სტრესთან გამკლავებას, მომავალზე ფიქრს უსაფრთხო გარემოში პროფესიონალების დახმარებით.

სქულბუქის ბანაკი არა მხოლოდ უნიკალური გამოცდილებებისა და თვითგანვითარების სივრცეა, არამედ ადგილი, სადაც მოზარდები იძენენ ახალ სანაცნობო წრეს – მეგობრებსა და თანამოაზრეებს. სწორი სოციალური გარემო და პოზიტიური გავლენები კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოზარდის პიროვნულ ზრდასა და მომავალ წარმატებაში.

საზაფხულო ბანაკი, რომელიც ცვლის ხედვას

სქულბუქის საზაფხულო ბანაკი შეიქმნა იმ მოზარდებისთვის, ვინც ეძებს მეტს –  მნიშნელოვნად დატვირთულ დასვენებას, სივრცეს თვითგანვითარებისთვის და გარემოს, სადაც განათლება და გართობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

თუ გსურთ, რომ თქვენი შვილისთვის ეს ზაფხული  გახდეს მართლაც დაუვიწყარი ეს ბანაკი არ უნდა გამოტოვოთ.

ბანაკი გაიმართება 14-22 ივლისს (9 დღე). მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო მიღება ხდება სააპლიკაციო ფორმის შევსებისა და გასაუბრების საფუძველზე.

პაკეტში შედის ტრანსპორტირება, ბანაკში განთავსება, იოგის სესიები, ინტერაქციული შეხვედრები სპიკერებთან, ფსიქოლოგის სესიები, არტის სახელოსნო, განმავითარებელი აქტივობები, ოთხჯერადი კვება, 24/7 დაცვა, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა და მრავალი სხვა.

დამატებითი ინფორმაციის მიღება Schoolbook-ის სოციალურ არხებში შეგიძლიათ (Facebook, Instagram, Youtube) ან რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

[R]

სოციალური საწარმო „სადგური“ საქართველოში მდგრადი ტრანსფორმაციის პირველ გამოფენას აანონსებს

„ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ – PSP-ის კამპანია, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით