in

Science Eye — მოწყობილობა, რომელსაც მხედველობის აღდგენა შეუძლია

ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია (AMD) ის არის, რაც დროთა განმავლობაში სიბრმავეს იწვევს. ამის მიზეზი თვალის უკანა ნაწილში სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედების განადგურებაა. ბიოტექნოლოგიური კომპანია Science Corp კი ცდილობს, ეს ნერვები აღადგინოს, რათა პაციენტებისთვის მხედველობის დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

M2
M2

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში საუბარია ინოვაციურ პროდუქტზე, სახელწოდებით Science Eye. ამ უკანასკნელის მთავარი პრინციპი მხედველობის ნერვის უჯრედებში სპეციალური გენის ჩასმაა — მისი სტიმულირება პატარა ეკრანის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. უფრო დეტალურად რომ აღვწეროთ, ეს არის მაღალი რეზოლუციის მიკრო LED ფირფიტა, რომელსაც ბადურაზე მოათავსებენ და თვალთან ერთად იმოძრავებს. ასე შესაძლებელი ხდება ე. წ. პიქსელ-უჯრედის რუკის შენარჩუნება, რაზე დაყრდნობითაც მუშაობს ფირი და ეკრანის კოდი.

ცხადია, მხედველობის ნერვის ხელახალი მგრძნობელობა ისეთივე არ იქნება, როგორც დაავადების გამწვავებამდე იყო. თითოეულ თვალში 100 მილიონი ფოტორეცეპტორი და ერთი მილიონი განგლიური უჯრედია. შედეგად, მხედველობის ნერვზე გაგზავნილი სიგნალები ძლიერად იკუმშება. Science Eye-ს კი მხოლოდ მხედველობის ნერვის ამ შეკუმშული მდგომარეობის სტიმულირება შეუძლია — შესაბამისად, ამ მოწყობილობის ტარებისას, ადამიანები საგნებს განსხვავებულად აღიქვამენ.

თუმცა Science Corp ამტკიცებს, რომ დროთა განმავლობაში გაუმჯობესებული შედეგების მიღება შეიძლება. ამისათვის კი კვლავ ტესტირებისა და კვლევის ეტაპებს მიმართავენ, რაც ჯერ მხოლოდ ლაბორატორიულად მიმდინარეობს.

ნახეთ: დრონით გადაღებული ბალეტი

„ჩვენი მთავარი საზრუნავი შენი ემოციაა” – KiwiPost-ის ახალი რეკლამა