COVID-19-ის პანდემიამ მეცნიერება წინა პლანზე წამოიწია და ალბათ, ჩვენს ყოველდღიურობაშიც დომინირებდა. მართალია, ინტერნეტ სივრცეში ხშირად ვხვდებით კორონავირუსის ნაწილაკის ფოტოს, თუმცა ამასთან ერთად კიდევ ბევრი სხვა სამეცნირო ფოტო დაგროვდა წლის განმავლობაში – მზის თხელი უჯრედებიდან გენური ინჟინერიით შექმნილ კალმარებამდე. ჟურნალმა Nature კი 2020 წლის საუკეთესო სამეცნიერო ფოტოები გამოაქვეყნა.

ფოტოზე წარმოდგენილია ჯამბაზი-თევზის (Amphiprion percula)ემბრიონის განვითარების პირველი, მესამე, მეხუთე და მეცხრე დღე.

ეს არის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ტელესკოფით გადაღებული ყველაზე მაღალი გარჩევადობის ფოტო, რომელიც ოდესმე გადაუღიათ მზისთვის.

ეს კიბოს უჯრედი იონური სხივის გამოყენებით გაიხლიჩა. ტექნიკა, რომელსაც Ion-Meam Milling- ს უწოდებენ, მკვლევარებს საშუალებას აძლევს დეტალურად დაათვალიერონ კიბოს უჯრედები.

მალაიზიაში მაიმუნებს სამედიცინო ნიღაბი აქვთ, რომელიც კორონავირუსული პანდემიის ფონზე ბევრისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. სამწუხაროა, რომ ნიღაბმა ცხოველთა სამყაროშიც გააღწია.


მეცნიერები, რომლებიც არქტიკაში ყველაზე დიდ საკვლევ ექსპედიციაში მონაწილეობენ, ატარებენ ტემპერატურის, ტენიანობის და წყლის ორთქლის ატმოსფერულ გაზომვებს. MOSAiC– ის მისიამ უპრეცედენტო მონაცემები მოგვცა ჩრდილოეთის კლიმატის შესახებ.

ნავის ფორმის ეს ნაწილაკი 30 მიკრომეტრია და ქიმიური რეაქციის გამოყენებით დამოუკიდებლად მოძრაობა შეუძლია. მკვლევარებმა ნაწილაკი 3D პრინტერით შექმნეს და ლითონით დაფარეს.

აშშ-ში წელს განსაკუთრებით დიდი სიხშირით ჩნდებოდა ხანძარი. ფოტოზე ვხედავთ, თუ როგორ ეძებენ ორეგონის შტატის მეხანძრეები დამწვარ სახლებში ადამიანებს.

მოძრავი სატელიტებიდან გადაღებული ვარსკვლავის ფოტო.

ფოტოზე გამოსახულია თმის ფოლიკულებით დაფარული ადამიანის კანი.

ფოტოზე გამოსახულია ვულკან ტაალის ამოფრქვევის დროს წარმოქმნილი ელვა.

ალბათ, ყველას გეცნობათ კორონავირუსის ნაწილაკი.

ფოტოზე წარმოდგენილია მზის ელემენტი, რომელიც მეცნიერებმა პრინტერით შექმნეს და იმდენად მსუბუქია, რომ საპნის ბუშტებზეც თავსდება.











