in

როგორ გეხმარებათ შაბლონურობა კონვერსიის ზრდაში?

ქვეცნობიერად, ჩვენ უპირატესობას ნაცნობ ნივთებსა და ადამიანებს ვანიჭებთ. ფსიქოლოგებმა ისიც კი დაადგინეს, რომ რაც უფრო ხშირად ხედავთ ვინმეს, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ მათ მიმართ მიზიდულობა გაგიჩნდეთ. მაშინაც კი, თუ სტიმული, რომელსაც არაერთხელ ექვემდებარებით, უარყოფითია, თქვენ ქვეცნობიერად მაინც იპოვით კომფორტს მის გაცნობაში.

გაცნობა კომფორტული რამაა. ის, რის შესახებაც ინფორმაცია გაქვთ, უფრო ნაკლებად საშიშად მიგაჩნიათ, იცით, რომ არაფერს დაგიშავებთ და გარისკვად არ აღიქვამთ. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ბედნიერება პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენ რამეზე გვაქვს ინფორმაცია (მაგ. მუსიკის ჟანრი, საკვების ტიპი, აქტივობები, ქვეყნები).

აქ მოცემულია რამდენიმე თეორია, რომელიც ფამილარობის სიღრმეებში ჩასვლაში დაგვეხმარება: კოგნიტური თავისუფლება, პროტოტიპულობა და ჩვევა.

ჩვენი ტვინი ზარმაცია – რაც უფრო ადვილია რაღაცის გაგება, მით მეტად გვჯერა მისი. ფსიქოლოგების აზრით, ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ მოგვიწევს ინფორმაციის აწონვა, ჩვენზე გავლენას ახდენს კოგნიტური თავისუფლება. თუ თქვენი კომპანიის სახელი ადვილად წარმოითქმის, თქვენი მარკეტინგული აქციები უკეთესად იმუშავებს. თუ თქვენ წერთ სუფთა, მკაფიო შრიფტით, ხალხი უფრო მეტად დაგიჯერებთ.

ჩვენს ტვინს უყვარს მსგავსება. მას შემდეგ რაც ჩვენ გვექნება წარმოდგენა იმაზე, თუ რა უნდა იყოს რაღაც, ჩვენ გვინდა, რომ სხვა მსგავს ნივთებს მსგავსი თვისებები ჰქონდეთ.

ჩვენი ტვინი ჩვეულებას მიყვება ხოლმე. თუკი ოდესმე წონაში დაკლება ან მოწევისთვის თავის დანებება გიცდიათ, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობთ. როდესაც რაღაცას ხშირად აკეთებთ, დიდი ალბათობაა, რომ ამას უფრო მეტად გააკეთებთ მომავალშიც. ჩვევები არც ისე მარტივად ყალიბდება და იცვლება, როგორც გგონიათ. ყველა თქვენი ჩვევა, კარგი თუ ცუდი, მოგცემთ ქვეცნობიერ სარგებელს. ამიტომ მათი შეცვლა ძალიან რთულია. შეიძლება იცით, რომ არ უნდა შეამოწმოთ თქვენი ელ.ფოსტა დილით, პირველ საქმედ, რადგან ეს ცუდია პროდუქტიულობისთვის, მაგრამ მაინც აკეთებთ. რაც უნდა ეცადო, ძნელია შეაჩერო ჩვეული ქცევა.

გადახედეთ თქვენს საყვარელ ვებგვერდებს და ნახავთ, როგორ გამოიყენება ფამილარულობა კონვერსიისთვის:

Ecommerce

მოდით, შევადაროთ Amazon-ის მაჩვენებელი Internet Retailer-ის ტოპ 500-ეულს. ტოპ 500-ის კონვერსიის საშუალო მაჩვენებელია 3.32%, მაშინ როცა Amazon-თან ეს რიცხვი 13%-ია. Amazon Prime-ის კონვერსია 74%-ია, არადა, როდესაც იგივე მომხმარებლები სხვა ონლაინ მაღაზიებში ვაჭრობენ, კონვერსია მხოლოდ 6%-ია.

ამაზონის კონვერსია ბევრად მეტია, რადგან ის ნაცნობია. თავად ბრენდი, სერვისი და პროდუქტები, უკვე ნაცნობი გახდა და ჩვევად ჩამოყალიბდა. როდესაც ამაზონის ჩვეულებრივი მომხმარებელი ხართ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვაგან იყიდოთ. მაშინაც კი, თუ პროდუქტი, რომელსაც ეძებთ ხელმისაწვდომია, თქვენ შეამოწმებთ Amazon-ზე, რადგან ის ნაცნობი და უსაფრთხოა.

Tech სტარტაპები

დაკვირვებიხარ, რომ ტექ-სტარტაპების ვებგვერდების დიზაინი ერთმანეთს ჰგავს? ისინი ერთმანეთის მიბაძვას განაგრძობენ. ბუნებრივია, ეს სიზარმაციდან გამომდინარეობს, რადგან იდეის გადაღება და ტრენდის გაგრძელება ბევრად ადვილია. ეს შეიძლება ბევრი კუთხით არასწორად მოგეჩვენოთ, მაგრამ გააჩნია… ფაქტი ფაქტად რჩება, რომ თუ ადრეული მომხმარებელი ეწვევა სტარტაპის ვებგვერდს და მისი დიზაინი მკვეთრად განსხვავებული იქნება ზემოთ მოყვანილი პროტოტიპისგან, მომხმარებლისთვის ბევრად რთული გასაგები იქნება. სამაგიეროდ, ახალი სტარტაპის ვებგვერდის ჩაშვებისთანავე, მომხმარებელმა უკვე იცის, როგორია ნავიგაცია, სად რა ინფორმაცია ეძებოს და ა.შ.

როგორ გამოვიყენოთ ფამილარულობა კონვერსიის გასაზრდელად?

დიზაინი & UX

თქვენი ტვინი მუშაობს დაახლოებით 120 ბიტი/წამში სიჩქარით, რაც საკმაოდ ნელია. სხვისი საუბრის მოსმენა წამში 60 ბიტს საჭიროებს. როდესაც ტვინი ცდილობს ერთდროულად შეასრულოს ან გადაამუშაოს ძალიან ბევრი რამ, ის ვერცერთ მათგანს ვერ ამუშავებს სათანადოდ.

დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს იმ ვებგვერდისთვის, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ბრძანება, განყოფილება, ტექსტი და ა.შ. რაც უფრო მეტ სტიმულს განათავსებთ თქვენი ვიზიტორების ყურადღების მოსაზიდად, მით ნაკლებს მიიღებთ.

ქოფირაითინგი

საშუალო ამერიკელი მე-7 ან მე-8 კლასის დონეზე კითხულობს, თუმცა სანამ გაგიკვირდებათ, შეგახსენებთ, რომ წაკითხულის გააზრებაში ქართველები საერთოდ გამოვირჩევით. დავუბრუნდეთ ამერიკას – მისი მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს აქვს სათანადო წიგნიერება (ბაკალავრიატის დონე). ასე რომ, თუ თქვენ წერთ ქოფის, რომლის წაკითხვაც 12 წლის ბავშვს გაუჭირდება, თქვენი ნაწერი ძალიან რთული იქნება საშუალო ამერიკელისთვის.

გაგიკვირდებათ და, რაც უფრო რთულია თქვენი ქოფი, მით უფრო ნაკლებად ინტელექტუალური ხართ. როგორც ირკვევა, ადამიანების უმეტესობას სჯერა ძველი გამონათქვამის: „თუ არ შეგიძლია ამის მარტივად ახსნა, ე.ი. საკმარისად კარგად არ გესმის საგანი“.

გახსოვთ, სკოლაში რამდენად ხშირად გჭირდებოდათ გაკვეთილების ცხრილის გადამეორება? როგორც კვლევით აღმოჩნდა, თუკი რაიმე ინფორმაციას რეგულარულად არ იმეორებ, საკმაოდ სწრაფად დაგავიწყდება.

სოციალური დასტური და მოწოდება მოქმედებისაკენ

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ კომფორტს ვპოულობთ ნაცნობში და ამით თავიდან ვირიდებთ რისკს. რისკისადმი ჩვენი ბუნებრივი სიძულვილი გვაცოცხლებს ბოლო 200,000 წლის განმავლობაში. ეს ზიზღი ხშირად თქვენი ცოდნის გარეშე მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე.

დანიელ კანემანი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფსიქოლოგი წერდა: „ადამიანთა უმეტესობისთვის 100 დოლარის დაკარგვის შიში უფრო ძლიერია, ვიდრე 150 დოლარის მოგების იმედი“.

ეს ნიშნავს, რომ თუ მომხმარებლები აღიქვამენ რაიმე სახის რისკს, თქვენი რეკლამის ნახვის შემდეგ, ისინი უფრო დიდი ალბათობით დათმობენ პოტენციურ სარგებელს, ვიდრე გარისკავენ. ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად დაეხმარეთ ვიზიტორებს თავიანთი პოზიციის დათმობაში და მოქნილად მოუწოდეთ მოქმედებისკენ. თუ არსებობს გაურკვევლობა, ე.ი. არსებობს რისკი. ამიტომ მკაფიოდ აუხსენით, რა, სად, რატომ, როდის, როგორ…

 

წყარო: cxl

„რუსთაველის ქვეყანა“ Trieste-ს საერთაშორისო კინოპლატფორმაზე მიიწვიეს

Monotype ტიპოგრაფიის 2023 წლის ტენდენციებს გვიზიარებს