in

150 წლის შემდეგ „ქვიშის ციხესიმაგრეების მეცნიერება“ ფიზიკოსი ლორდ კელვინის სიმართლეს ამტკიცებს

ფიზიკოსი ლორდ კელვინი ფიქრობდა, რომ ფენომენი, რამაც გამოიწვია ძალა – როგორიცაა ელექტროენერგია, მაგნეტიზმი და სითბო – მოძრაობაში უხილავი მასალის შედეგი იყო.

საერთო ფიზიკური პროცესების მნიშვნელობის მიუხედავად, როგორიცაა ხახუნი და ადჰეზია, მეცნიერები ეყრდნობოდნენ უხეშ, მაკროსკოპულ აღწერას, რომელიც პირველად ლორდ კელვინმა შემოგვთავაზა 1871 წელს. ათწლეულის შემდეგ ეგრეთ წოდებული “კელვინის განტოლება”, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგად მუშაობდა მიკროსკოპული მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არ არსებობდა ამის მეცნიერული მტკიცებულება.

პირველად მანჩესტერის გუნდმა, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე გემის ხელმძღვანელობით, გამოავლინა, რომ კაპილარული კონდენსაცია მართლაც მუშაობს. როგორც ჩანს, ლორდ კელვინი, ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება, ერთდროულად მართალიც იყო და მცდარიც. „კარგი თეორია ხშირად მოქმედებს მისი გამოყენების ზღვრებს მიღმა. ლორდ კელვინი შესანიშნავი მეცნიერი იყო, რომელმაც მრავალი აღმოჩენა გააკეთა, მაგრამ ის ნამდვილად გაკვირვებული დარჩებოდა, რომ გაეგო, თავისი თეორია ერთი ატომის მასშტაბითაც კი მოქმედებს. სინამდვილეში, თავის სემინარში კელვინმა კომენტარი გააკეთა ზუსტად ამ შეუძლებლობის შესახებ. ამრიგად, ჩვენმა მუშაობამ დაადასტურა, ის იყო სწორიც და ამავდროულად ცდებოდა კიდეც.“ – პროფესორი ანდრე გეიმი.

კვლევისათვის მეცნიერებმა ამოსავალ წერტილად აიღე ქვიშის ციხესიმაგრეები, რომელთა ასაგებადაც საჭიროა ქვიშა და წყალი. წყალი მოქმედებს, როგორც ერთგვარი წებო, რომელიც კაპილარული ძალების საშუალებით იკავებს ქვიშის მარცვლებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სტრუქტურულად ჯანსაღი ქვიშაქვის ასაშენებლად იდეალური თანაფარდობა რვა სათლ ქვიშაზე ერთი სათლი წყალია.

დაზღვევის ახალი პაკეტები „გლობალ ბენეფიტისგან“ – როგორ უმკლავდება სექტორი Covid-19-ის პანდემიის სირთულეებს

ახალი ფუტურისტული მოწყობილობა, რომელიც სხვადასხვა ხმას პირდაპირ თქვენს “თავში ათავსებს”