დიახ, აშშ-ში მკვლევართა ჯგუფმა ჰოლოგრაფიული ჭიის ხვრელი შექმნა და მისი დახმარებით შეტყობინებაც გაგზავნა. თანაც, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კვანტურ პროცესორზე ჰოლოგრაფიული ჭიის ხვრელის კვანტური სიმულაცია მოახერხეს.
ახლა კი, მოდით, ეს საკითხი დეტალურად განვიხილოთ: აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია გვეხმარება, გავიგოთ ფიზიკური სამყაროს შესახებ, როგორიცაა ასტრონომიული ობიექტები მაღალი ენერგიით ან მატერიის სიმკვრივით. მეორე მხრივ კი, კვანტური მექანიკა მატერიას ატომურ და სუბატომურ მასშტაბებში აღწერს. დიახ, ეს თეორიები ერთმანეთს არ ესადაგება, მაგრამ ჰოლოგრაფიულ პრინციპს ამაში შეუძლია დაგვეხმაროს.
ზემოთ აღნიშნული პრინციპის მიხედვით, თეორიები, რომლებიც მოიცავს როგორც კვანტურ მექანიკას, ისე გრავიტაციას, შეიძლება იმ თეორიების თანაბარი იყოს, რომლებიც კვანტურ მექანიკას მოიცავს, მაგრამ არა, გრავიტაციას. ეს ცნობილია, როგორც ორმაგობა და მას მის გრავიტაციულ მეწყვილეზე ნაკლები განზომილებებიც აქვს. მკვლევრებმა კი კვანტური კომპიუტერი გამოიყენეს, რათა შეექმნათ ჰოლოგრამა, რომლისთვისაც ორმაგობა სწორედ ჭიის ხვრელი იქნებოდა.
ამ კვლევის არსი უკეთ რომ გავიგოთ, მნიშვნელოვანია, ზოგადი ფარდობითობის კონტექსტში შავ ხვრელებზე აინშტაინის კვლევას დავუბრუნდეთ. ნათან როსანთან ერთად იგი ამბობდა, რომ შავ ხვრელს აქვს შიდა რეგიონი, საიდანაც ვერაფერი შეძლებს თავის დაღწევას. ამ დემარკაციას კი მან მოვლენათა ჰორიზონტი უწოდა. ისინი მიხვდნენ, რომ შავ ხვრელს მარტო ერთი კი არა, არამედ ორი გარე რეგიონი ჰქონდა, რომლებიც დაკავშირებული იყო იმ ჭიის ხვრელთან, რომელიც დღეს ჩვენთვის აინშტაინ-როზენის ხიდის სახელით არის ცნობილი. თუმცა აინშტაინს არ უფიქრია იმაზე, რომ ჭიის ხვრელის მეშვეობით ერთი გარე რეგიონიდან მეორეში გადაადგილება შეიძლებოდა…
მიუხედავად ამისა, თუ რაიმე ერთი გარე რეგიონიდან გაემართება და მოვლენის ჰორიზონტს გადაკვეთს, მაინც შესაძლებელია იურთიერთოს ვინმესთან, ვინც მეორე გარე რეგიონიდან მანამ გადახტა, სანამ სიკვდილს შეხვდებოდა… აინშტაინის ნაშრომი კვანტურ მექანიკაში ასევე საუბრობს კვანტურ ჩახლართულობაზეც, სადაც კვანტურ სისტემებში არსებული ობიექტები ერთმანეთთან არაკლასიკური ნიმუშით არის დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთისგან დიდი მანძილით არიან დაშორებულნი.
ისევ აინშტაინის დროში რომ დავბრუნდეთ, აქ ჭიის ხვრელებისა და კვანტური ჩახლართულობის კონცეფციები განცალკევებულად ითვლებოდა და არც ამ უკანასკნელის გამოყენება შეიძლებოდა შეტყობინებების გასაგზავნად… წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები კი მიუთითებს იმაზე, რომ შავი ხვრელის ორი ექსტერიერი კვანტური ჩახლართულობით არის დაკავშირებული. ხოლო ერთიდან მეორეში გადაადგილების შესაძლებლობის არქონა, განიხილება, როგორც ჰოლოგრაფიული ორმაგობა, რომელიც კვანტურ ჩახლართულობას შეტყობინებების გასაგზავნად იყენებს.