in

„სკუტსკუტის“ სკუტერების შეძენა უკვე თიბისი ლიზინგით არის შესაძლებელი

გასული თვიდან, თიბისი ლიზინგმა მომხმარებლებს სრულიად ახალი პროდუქტი — ლიზინგი სკუტერებისთვის შესთავაზა. თიბისი ლიზინგი საქართველოში მწვანე ლიზინგის ხელშემწყობია, რაც გულისხმობს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომელიც გარემოზე ზრუნვას უკავშირდება. პროდუქტის შექმნის იდეაც სწორედ კომპანიის ამ ხედვამ განაპირობა.

მეორე მხარეს კი სკუტ სკუტია, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს გასკუტერიანებაა. სკუტ სკუტს სჯერა, რომ სკუტერი ზუსტად ის ტრანსპორტია, რომელიც ჩვენს ქალაქებს განსაკუთრებით სჭირდება.

ერთი იდეით ორი სხვადასხვა პროდუქტის გაერთიანებამ კი მომხმარებლებისთვის სკუტერის მარტივი დაფინანსებით შეძენის შესაძლებლობა შექმნა.

ლიზინგით სკუტერისა ან მოტოს შეძენისას, ტრანსპორტს შენ მაგივრად, სალიზინგო კომპანია ყიდულობს, შენ კი ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ, სარგებლობ სკუტერით. მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას სრულად დაფარავ, სკუტერი შენს საკუთრებაში გადმოდის, ანუ ფორმდება შენზე.

როგორც კომპანიაში ამბობენ სხვა ფინანსური ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, ლიზინგი უფრო მარტივად და სწრაფად მტკიცდება და უმეტეს შემთხვევაში, შემოსავლებს დადასტურებაც არ სჭირდება.

თანამშრომლობის დაწყების ნიშნად, სკუტ სკუტში ლიზინგით შეძენილ მოტოს ან სკუტერს სიმბოლური საჩუქარი — ჩაფხუტი მოჰყვება.

მოტოტექნიკის ლიზინგის შეძენის შემთხვევაში, ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ სკუტერის ძრავი უნდა აღემატებოდეს 50 კუბურ სანტიმეტრს, იყოთ 21 წლის მაინც და გქონდეთ შესაბამისი მართვის მოწმობა.

პროცესი მარტივია, ესტუმრე სკუტ სკუტის მაღაზიას, აირჩიე სასურველი მოტოტექნიკა, შეავსე განაცხადი და დადებითი პასუხის შემთხვევაში, სკუტერი შენია!

 

[R]

TBC-ის ანდროიდ ინჟინერი Google-მა საერთაშორისო ექსპერტად აღიარა

„ის კარაქს ჰგავს… თქვენი სხეულისთვის“ – სრულიად განახლებული, 100%-ით ეკომეგობრული შეფუთვა The Body Shop-ის ტანის კარაქებისთვის