20
Apr
2019

ყველა კატეგორიის შედეგები! – Young Lions Georgia 2019

20 Apr 2019

კანის ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელები ხუთ კატეგორიაში გამოვლინდნენ. Young Lions Georgia 2019-ის ოქროს მფლობელი ხუთი გუნდი, 17-21 ივნისს, საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე, მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს. საერთო ჯამში, წელს, კონკურსზე 173 გუნდი დარეგისტრირდა. გაეცანით თითოეული მათგანის შედეგებს.

ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორია

ვიდეო რეკლამის კატეგორია

დიზაინის კატეგორია

ციფრული კამპანიის კატეგორია

ბეჭდური რეკლამის კატეგორია

გამარჯვებულების ვინაობა 20 აპრილს გახდა ცნობილი. დაჯილდოების ცერემონია მულტიფუნქციურ სივრცე “რესპუბლიკაში” გაიმართა. ოქროს მფლობელი გუნდები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, დააჯილდოვა. ღონისძიებას 900-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, ასევე, ასობით ადამიანი დაჯილდოებას ფეისბუკ ლაივის საშუალებით ადევნებდა თვალს.
კანის კრეატიული კონკურსი საქართველოში უკვე ხუთი წელიწადია ტარდება. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალს კი, 65-წლიანი ისტორია აქვს. შეგახსენებთ კანის ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერია TBC – თიბისი 2019 წელს ჩატარებული ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერები არიან : Beeline, adjarabet.com , USAID-ის პროგრამა, ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, რომელსაც ახორციელებს CENN, SOCAR . გენერალური მედია მხარდამჭერია Marketer.ge
ნამუშევრების სანახავად ეწვიეთ:
🦁 Young Marketer – https://bit.ly/2ZnydgM
🦁 Digital – https://bit.ly/2ZnyekQ
🦁 Design – https://bit.ly/2vfdg9S
🦁 Film – https://bit.ly/2ZlTcRd
🦁 Print – https://bit.ly/2Piys8p

განხილვა