in

როგორ უნდა განვსაზღვროთ კვებისთვის სწორი დრო?

წონის დაკლების მცდელობისას, თქვენ ალბათ ბევრს ფიქრობთ იმაზე, თუ რას ჭამთ, როდესაც ცდილობთ ბალანსის მიღწევას ბოსტნეულსა, ნახშირწყლებს, ხილსა და ცილებს შორის. მაგრამ იცოდით, რომ თუ როდის ჭამთ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, თუ რას ჭამთ?

თუკი თქვენ ყოველდღიურად სწორ დროს იკვებებით, შეძლებთ შეინარჩუნოთ წონა,  ენერგიის მაღალი დონე და შესაძლოა ეს ქცევა ასევე დაგეხმაროთ დაავადებებთან ბრძოლაში. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რჩევებს კვების პერიოდის შესახებ – თუ როგორ და როდის უნდა დაგეგმოთ საუზმე, სადილი და ვახშამი.

როდის უნდა მიირთვათ საუზმე?

როგორც უკვე ბევრმა ჩვენგანმა იცის, საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. ის არღვევს მთელი ღამის უზმო პერიოდს. იგი ავსებს ჩვენს სხეულს გლუკოზათი, რაც ჩვენს ენერგიის დონეს ზრდის და გვაფხიზლებს. საუზმე ასევე ავსებს ჩვენს ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სხვა საკვები ნივთიერებებით. ასევე, ის ეფექტურად ზრდის ენერგიას და მოკლე ვადაში აუმჯობესებს კონცენტრირების უნარს. გარდა ამისა, საუზმე მნიშვნელოვან როლს თამაშობს წონის კონტროლსა და სხვადასხვა დაავადების არიდებაში (მაგ: გულსისხლძარღვთა დაავადებები და 2 ტიპის დიაბეტი).

ამიტომაც, დარწმუნდით, რომ ჭამთ გაღვიძების პირველ საათში, დილის 6-დან 10 საათამდე. ეს არის იდეალური ვადა, რომელიც დაგეხმარებათ საუზმედან რამდენიმე საათის შემდეგ მიირთვათ შემდეგი კვება. ეცადეთ, რომ ამ პერიოდში მიირთვათ ცილები, მარცვლეული, ჯანსაღი ცხიმები.

მიირთვით ლანჩი მაშინ, როცა მეტაბოლიზმი პიკს მიაღწევს

ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 2 საათამდე თქვენი მეტაბოლიზმი პიკს აღწევს, რაც უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის უფრო ძლიერ ფუნქციას, რაც ლანჩის ჭამისთვის საუკეთესო დროა. ეს კვება უნდა იყოს უფრო მსუბუქი ვიდრე საუზმე და ვახშამი.

ვინაიდან თქვენ ამ პერიოდში, სავარაუდოდ, სკოლაში ან სამსახურში ხართ, ეცადეთ წინა დღეს მოამზადოთ სახლში თქვენთვის სასურველი კერძი და ის მიირთვათ. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სწრაფი კვება და სხვა არაჯანსაღი ვარიანტები.

როდის უნდა მიირთვათ ვახშამი?

გირჩევთ დაგეგმოთ სადილის მირთმევა ლანჩიდან დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ უფრო დიდი პერიოდი დღის ბოლო კვებასა და ძილის წინ. ეს ხელს შეუწყობს თქვენს სხეულს კონცენტრირებასა და დასვენებაზე ორიენტირდეს.

Baked salmon food photography recipe idea

როგორ უნდა დააბალანსოთ კვება და გადატვირთული გრაფიკი?

თქვენი რეჟიმის კვებასთან დაბალანსება შეიძლება რთული იყოს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ, ეს განახორციელოთ:

სადილის მომზადება – წინასწარ დაგეგმეთ და მოამზადეთ თქვენი საკვები, რათა მიირთვათ გრაფიკით. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი კვების გრაფიკი, ხოლო თავიდან აიცილოთ სწრაფი კვების ცდუნება ან არაჯანსაღი საჭმელები.

შეცვალეთ ყველაფერი – ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების ჩატარება თქვენი კვების დროის ოდნავ შეცვლით. მას შემდეგ რაც კვების გრაფიკს განსაზღვრავთ, შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს დღიურ რუტინას ვარჯიშიც. ასევე, სცადეთ ექსპერიმენტი თქვენი ვარჯიშის დროზე. თუ თქვენ ყოველთვის ვარჯიშობდით დილით, სცადეთ ივარჯიშოთ საღამოს, რათა ნახოთ, თუ როგორ რეაგირებს თქვენი სხეული ცვლილებებზე.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

MIT-ის მკვლევრებმა MetaSense 3D შექმნეს, რომელიც ნებისმიერ ურთიერთქმედებაზე რეაგირებს

რატომ ვერ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს?