in

მობილური ტელეფონის “თვითგანკურნებადი” ეკრანები

ალბათ, ხშირად გაწუხებთ დავარდნის შედეგად გაბზარული, დამსხვრეული მობილურის ეკრანები (შესაძლოა, ამ სტატიასაც ბზარების მიღმა კითხულობთ!).

დისკომფორტი, რომელიც დამცავი ეკრანის ხშირ ცვლას გულისხმობს, შესაძლოა მალე აღმოიფხვრას – მკვლევარები თვითგამაჯანსაღებელი, თვითაღმდგენი ეკრანის შექმნაზე მუშაობენ.

კორეის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინსტიტუტის (KIST) გუნდმა შეიმუშავა თვითგანკურნებადი ელექტრონული მასალა, რომელსაც შეუძლია გამოასწოროს საკუთარი ბზარები და სხვა ფიზიკური დაზიანება. არც მეტი, არც ნაკლები ამ ყველაფერში საიდუმლო ინგრედიენტს წარმოადგენს სელის ზეთი!

”ჩვენ შევძელით თვითგანკურნებადი, უფერო პოლიმიდის განვითარება, რომელსაც შეუძლია სრულიად მოაგვაროს დაზიანება და გაზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა” – ამბობენ მკვლევარები.

როდესაც მობილურის ეკრანი გაიბზარება, მასში არსებული სელის ზეთი ავტომატურად დაიწყებს მის განახლებას.

2020-ის გაკვეთილები – რა ისწავლეს ქართულ საკომუნიკაციო სააგენტოებში?

როგორ შეცვალა 2020-მა წელმა სამსახურის ძიების პროცესი?