13
May
2019

სალაშქრო სარეცხი „მანქანა“, რომელიც 145 გრამს იწონის

13 May 2019

veon
veon


მოგზაურობისას ლაშქრობებისა და ბუნებაში ხეტიალის მოყვარულმა სტარტაპერებმა შექმნეს სარეცხი „მანქანა“ Scrubba, რომელიც 145 გრამს იწონის. მისი დახმარებით ერთდროულად 2-3 მაისურისა და წინდების გარეცხვა შეგიძლიათ. ეს არის კომპაქტური, დასაკეცი სარეცხი ჩანთა, რომელსაც შიგნით სარეცხი დაფა აქვს. მის გამოსაყენებლად „ჩანთაში“ უნდა ჩაასხათ წყალი, სარეცხი საშუალება (შამპუნი, ტანის გელი, ან რაც გაქვთ), გადაკეცოთ ჩანთა, გამოუშვათ ჰაერი სპეციალური ღილაკის გამოყენებით და შეანჯღრიოთ სარეცხი „მანქანა“ ნახევარი წუთიდან 3 წუთამდე. ამის შემდეგ, შეგიძლიათ გახსნათ „სარეცხი ჩანთა“, გადმოღვაროთ წყალი და იგივე პროცედურის გავლით, ოღონდ სარეცხი საშუალების გარეშე, გაავლოთ თქვენს სარეცხს.

Scrubba-ს დახმარებით, შეგიძლიათ სალაშქროდ წასვლისას თან ნაკლები ბარგი წაიღოთ.

განხილვა