დიდი ბარიერული რიფი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებითაა ცნობილი. პირველად ისტორიაში, შესაძლებელია წყალქვეშა ტაქსით სარგებლობა და ამ ყველაფრის დათვალიერება. პროექტის ინიციატორები Uber და ქვინსლენდი არიან, ხოლო ტაქსის სახელწოდებაა scUber. scUber-ით მოგზაურობა, 2 პერსონაზე, $3000 ჯდება. ადგილის დაჯავშნა, Uber-ის აპლიკაციიდანაა შესაძლებელი. პროექტიდან შემოსულ თანხას, კომპანია ეკოლოგიაზე ზრუნვას მოახმარს. “უბერის” განცხადებით, დიდი ბარიერული რიფის შენარჩუნებას გლობალური მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ადგილობრივების ჩართულობით, კომპანია გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობს.