ბოლო მონაცემებით საქართველოში მოქმედი 25 ტექნოლოგიური კომპანია 74 სერვისსა და ინდუსტრიას მოიცავს. ქართულ IT ბაზარს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ის ფაქტი, რომ დღეს აქ ამერიკული, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპული, ისრაელის და იაპონური კომპანიები არიან წარმოდგენილი. განსხვავდება თუ არა ამ კომპანიებში მუშაობა ადგილობრივი დამსაქმებლებისგან? იმისათვის, რომ კითხვას ნათელი მოვფინოთ, მოდით, გადავხედოთ SD Solutions-ის — გლობალური IT კომპანიის გუნდის პერსონალურ მაგალითებს, რომლებიც ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ თბილისში. შევიხედოთ შიდა სამზარეულოში: ზოგიერთი ინსაითი ნაკლებ აშკარაა, ვიდრე ინგლისურად ბევრი საუბარი!
გამოიკვლიეთ მრავალფეროვანი კომუნიკაციის კულტურა
საკამათო აღარ არის ფაქტი, რომ საერთაშორისო კომპანიაში უზარმაზარ გამოცდილებას ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ადამიანებთან კომუნიკაციისა და სოციალიზაციის მიმართულებით.
მითი: საკმაოდ რთული და ზოგჯერ შეუძლებელია დიდ გუნდთან ადაპტაცია სხვადასხვა კულტურული წარმომავლობის გამო.
ეს შეიძლება რთული ამოცანა იყოს, თუმცა საერთაშორისო კომპანიები, რომელთაც აქვთ მულტიკულტურული გარემო, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებას, სასიამოვნო და წამახალისებელ კომუნიკაციის სტილს, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ და გაიზიარონ რაიმე ახალი განსხვავებული კულტურიდან. ქართველები ცნობილნი არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და სოციუმის მიმართ ძლიერი ემპათიით, რაც მათ უადვილებთ მსოფლიო სამუშაო გარემოში მარტივ ინტეგრაციას.
მითი: რაც უფრო დიდია კომპანია, მით მეტია პასუხისმგებლობა.
წარმატებული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ასპექტია ეფექტურობის შეფასება. გულწრფელი და საყურადღებო კომენტარები ჩვენს სამუშაოზე იმის გაგებაში გვეხმარება, მიდის თუ არა კარიერა სწორი მიმართულებით. წახალისებულია რეგულარული უკუკავშირის სესიები, რაც ქმნის გარემოს კონსტრუქციული დიალოგისა და პიროვნული განვითარებისთვის.
მსგავსი კომუნიკაცია მნიშვნელოვანი გაკვეთილების მიღების შესაძლებლობაა, მაგალითისთვის იმ ფაქტის გააზრებით, რომ შეცდომები ნორმალურია. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს ნაკლებ სტრესს და მეტ სიამოვნებას სამუშაოთი. ეს შესაძლებელია, რადგან დასავლურ კომპანიებში მიღებული დესტრუქციული კონცეფცია „პასუხისმგებლობა შეცდომისთვის“ შეიცვალა შედეგზე ორიენტირებულობით.
ახალი კავშირების დამყარება: გააფართოვეთ პროფესიონალური ქსელი
უკვე ვისაუბრეთ მულტიკულტურალიზმსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ადამიანებისთვის ასეთ გარემოში იხსნება, მაგრამ შესაძლებლობები კიდევ უფრო ღრმაა ნეთვორქინგის თვალსაზრისით. ეს არის სამუშაო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომელსაც მოაქვს ახალი გამოცდილება და პროფესიული სიმაღლეების მიღწევის შანსი.
მითი: ნეთვორქინგი დამატებით დროს და სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრებას მოითხოვს.
ნეთვორქინიგი მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებში ჩართვის შესაძლებლობაა, რომლებიც შეესაბამება დასახულ მიზნებსა და ინტერესებს. ნეთვორქინგი ორგანულად იქმნება ონლაინ გუნდის შეხვედრების, კონფერენციების და ორმხრივი ურთიერთობის დროს. ციფრულ ეპოქაში ყველა ოფლაინ ღონისძიებასა თუ შეკრებაზე დასწრება არ არის სავალდებულო.
„ვორქეიშენი“ — იმ უპირატესობად იქცა, რომელიც ყველაზე სასურველი სამუშაო ადგილების სიის თავშია. ვორქეიშენი თანამედროვე ტერმინია და სამუშაოსა და შვებულების კომბინაციას ნიშნავს. დიდ ორგანიზაციებს ჩვეულებრივ აქვთ ოფისები სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყნებში და ახალისებენ გუნდებს, ეწვიონ სხვა სამუშაო ადგილებსაც. თუ ერთფეროვნება მთელ ენერგიას შთანთქავს, ეს აუცილებლად დაგეხმარებათ განახლებული ენთუზიაზმით დაბრუნებაში. სამუშაო ვიზიტები ასევე ქმნის საუკეთესო პირობებს კულტურული გაცვლისთვის. მშვენიერია, როდესაც ამას უყურებთ ფილმებში, მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავია, აღმოაჩინოთ თქვენი პირადი ინსაითი სადმე ამსტერდამისა თუ ნიუ-იორკის ოფისში. საერთაშორისო კომპანიებში მუშაობამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააადვილოს სამუშაო ვიზის მიღება, აღნიშნულ პროცესში კომპანიის მხარდაჭერა მაღალია, რაც ნამდვილად დიდი პლუსია.
შეაღწიეთ IT სფეროში, როგორც არატექნიკურმა სპეციალისტმა
დღევანდელ ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის თითქმის შეუძლებელია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც სურს, 20 წელი ერთსა და იმავე პოზიციაზე მუშაობა. ამავდროულად, როცა ისინი იგებენ ახალი სამუშაო ადგილების შესახებ, ამბობენ: „საერთაშორისო IT კომპანიები არ დამიქირავებენ, რადგან დეველოპერი არ ვარ“. ეს მცდარი წარმოდგენა მომდინარეობს IT-ის შესახებ არსებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მითიდან.
მითი: IT მხოლოდ ტექნიკური სპეციალისტებისთვისაა.
დღეს IT პროდუქტები და სერვისები სხვადასხვა სფეროშია წარმოდგენილი, დაწყებული მოდიდან, დამთავრებული საბანკო საქმემდე. ისინი აფართოებენ სპეციალისტთა ჯგუფს, ინარჩუნებენ რა IT სტარტაპის სულისკვეთებას.
საერთაშორისო კომპანიები აფასებენ სხვადასხვა უნარის კომპლექტს და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის საჭიროებას. IT პოზიციების ჩამონათვალთა სიაში არიან პროფესიონალები სხვადასხვა სფეროდან, როგორიცაა ბუღალტერია, სამართალი, კულტურა, მენეჯმენტი, ლინგვისტიკა და სხვა. არატექნიკური სპეციალისტები ხშირად ფლობენ ტრანსფერულ უნარებს, როგორიცაა პროექტის მენეჯმენტი, კომუნიკაცია, პრობლემების გადაჭრა და კრიტიკული აზროვნება.
იცოდით, რომ Glassdoor-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ტექნიკურ კომპანიებში ვაკანსიების 43% დაკავშირებულია არატექნიკურ პროფესიებთან; ეს არის IT კომპანიების მიერ შემოთავაზებული პოზიციების თითქმის ნახევარი. ეს ყველაფერი კომპანიების მსხვილ კორპორაციებამდე გაფართოების წყალობით ხდება, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიებს მოიცავენ.
გამოიყენეთ თანამედროვე ინსტრუმენტები
ძველ და სტაბილურ ადგილობრივ დამსაქმებლებთან მუშაობა ზოგჯერ ზღუდავს ახალი ბუღალტრული პროგრამების, ეფექტური მენეჯერული ამოცანების ან უახლესი ტექნოლოგიების აღმოჩენის შესაძლებლობას. საერთაშორისო კომპანიაში მუშაობა საშუალებას გაძლევთ, გააფართოოთ ჰორიზონტი და გამოიყენოთ მოწინავე ინსტრუმენტები, რომლებიც ზრდის პროდუქტიულობას და ახალისებს სამუშაო პროცესით მიღებულ ტკბობას.
მითი: განახლებულ ინსტრუმენტებთან ადაპტაცია დამღლელია და მოითხოვს სწავლებას. ამასთან, ხშირ შემთხვევაში ინსტრუმენტები უსარგებლოა, ამიტომ ფუჭი დროის კარგვაა.
დიახ, ახალმოსულს შეიძლება ნამდვილად დასჭირდეს მომხმარებლის ზოგიერთი ინსტრუმენტის გაცნობა, მაგრამ ეს პროცესი ყოველთვის მიმდინარეობს ისე, რომ იყოს უხარვეზო და ყველასთვის მოსახერხებელი. ნუ ღელავთ იმაზე, რომ ჯაჭვის ბოლოს მოექცევით, გლობალური კომპანიები აცნობიერებენ ადეკვატური ტრენინგისა და მხარდაჭერის მიწოდების მნიშვნელოვნებას თავიანთი გუნდებისთვის ახალი ინსტრუმენტების წარდგენისას.
უფრო მეტიც, ბევრ კომპანიაში გუნდებს შეუძლიათ, თავისუფლად მიიღონ სამუშაო ინსტრუმენტები და გამოიყენონ მხოლოდ ის, რომელიც ეხმარება მათ დავალებების შესრულებაში. თანამედროვე ინსტრუმენტებზე წვდომა შეუძლია ფინანსურ სპეციალისტს ან გაყიდვების მენეჯერს; პროფესიულ არსენალში აღნიშნული ინსტრუმენტების ქონამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაამარტივოს პროცესები, გააუმჯობესოს ეფექტურობა და შედეგების მიღწევა.
თავისუფლებას მივყავართ ეფექტურობამდე — ეფექტურობა იწვევს პოზიტიურ შედეგებს — შედეგები იწვევს სამუშაოთი ტკბობას.
შეინარჩუნეთ სამუშაო და ცხოვრების ბალანსი
წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპები აქცენტს აკეთებენ მოქნილი სამუშაო გარემოს პოპულარიზაციაზე, რათა მხარი დაუჭირონ გუნდის წევრების კეთილდღეობასა და პირად ცხოვრებას. სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსის შენარჩუნება გადამწყვეტია. სამუშაო ადგილი, სადაც ადამიანები დღეში საშუალოდ რვა საათს ატარებენ, არ შეიძლება იყოს მხოლოდ სამუშაო, რომელშიც ყოველდღიური სიცოცხლე არ არის.
მითი: საერთაშორისო კომპანიაში დასაქმება გულისხმობს მხოლოდ დისტანციურ მუშაობას.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სამუშაოს უმეტესი წილი შესრულდეს ონლაინ რეჟიმში, ბევრი კომპანია უპირატესობას ჰიბრიდულ ფორმატს ანიჭებს. ეს ნიშნავს საინტერესო მოვლენებით დატვირთულ სამუშაო ცხოვრებას — სემინარები, გუნდური თანამშრომლობა. სხვათა შორის, ჰაკათონების მასპინძლობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოტივაციისა და ჩართულობის გასაზრდელად, ასევე სამუშაო რუტინაში გართობის განცდის შესატანად.
განა გასაოცარი არ არის გუნდთან ერთად შეკრება და თბილისის შუაგულში მყუდრო კაფეში წასვლა გასული პროექტის წარმატების აღსანიშნავად? თუ ჩვენი გჯერათ, ეს IT კონგლომერატებშიც ხდება.
გახდი რაღაც უფრო დიდის ნაწილი
ჩვეულებრივ, საერთაშორისო კომპანიები მუშაობენ პროექტებზე, რომლებიც მოიცავს ბევრ ქვეყანას და პირდაპირი გავლენა აქვს სხვადასხვა განვითარების პროცესზე, თანაც არა მხოლოდ ტექნოლოგიების სამყაროში. და ყველას თავისი შრომით წვლილი შეაქვს კომპანიის იდეების პოპულარიზაციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მითი: გუნდის თითოეული წევრი არის მხოლოდ პატარა ჭანჭიკი IT ინდუსტრიის დიდ მექანიზმში.
ტექნოლოგიური ინდუსტრიის ზვიგენები აფასებენ გამოცდილებას, უნარებს და მრავალფეროვანი ხედვის პერსპექტივას, რომელიც ყველა დონის თანამშრომლებს „ერთიან იდეურ მაგიდაზე“ მოაქვთ. ისინი ქმნიან ინკლუზიურ და თანამშრომლობით გარემოს, სადაც წახალისებულია ინოვაციური იდეები და თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება, წვლილი შეიტანონ გავლენიან პროექტებში. მუშაობს რა იმაზე, რასაც მთელს მსოფლიოში იყენებენ, გუნდის ყველა წევრი თავის მხრივ აუმჯობესებს პროდუქტის გამოყენების გამოცდილებას მომხმარებლისთვის.
ნახეთ, როგორ აუმჯობესებს გუნდური მუშაობა ყველაფერს
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საერთაშორისო კომპანიების წარმატებით ფუნქციონირების ერთ-ერთი მიზეზი თიმ ბილდინგია, რომელიც ადამიანებს დისტანციის მიუხედავად აკავშირებს.
მითი: უცხოელ მენეჯერებთან ურთიერთობა არ იქნება ადვილი, ადგილობრივი მენეჯერებისგან განსხვავებით, მათ მიერ შემოთავაზებული გუნდის შექმნის აქტივობები არ იქნება ისეთივე კარგი.
მენეჯერები პრიორიტეტს ანიჭებენ მეგობრული გარემოს შექმნას გეოგრაფიული თუ კულტურული განსხვავებების მიუხედავად. ამ ტიპის კომპანიებში გუნდში ყოველი ახალი წევრის ადაპტაცია სტანდარტული პრაქტიკაა. ის მოიცავს ყველა იმ მენეჯერის გაცნობას, რომლებთანაც ახალმოსული იქნება კონტაქტში მთელი დროის განმავლობაში და კომუნიკაციას დაამყარებს მომავალი წარმატებული თანამშრომლობისთვის.
ძლიერი გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება დაგეხმარებათ „გადაწვის“ პრობლემის მოგვარებაში, რომლისგანაც არავინ არის დაცული. კოლეგების მხარდაჭერა ქმნის კომფორტულ სამუშაო გარემოს და ხელს უშლის მრავალრიცხოვანი ამოცანებით დატვირთულობის განცდას. იმ ადამიანებს შორის ყოფნისას, რომლებსაც ესმით, სად არის საჭირო მხარდაჭერა, ადამიანს შეუძლია მარტივად გადალახოს დაბრკოლებები და მიაღწიოს სასურველ KPI-ებს.
თუ თქვენ ეძებთ საინტერესო კარიერულ შესაძლებლობებს IT სფეროში, შეამოწმეთ SD Solutions-ის შემოთავაზებების სია. გადადგით პირველი ნაბიჯი და შეავსეთ აპლიკაცია ახლავე, რათა გახსნათ თქვენი პოტენციალის ჰორიზონტი.
[R]