in

SD Solutions-ის პირველი ჰაკათონი წარმატებით ჩატარდა — წინ ბევრი ღონისძიება გველის

„კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ყველაფერი საშიში იყო, თუმცა მტაცებელი ცხოველებისა და ცივი ღამეებისგან ცეცხლმა გადაგვარჩინა. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს პროგრამული უზრუნველყოფა და ანთებული გულები, რათა შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ“, — ამ სიტყვებით გაიხსნა გლობალური IT კომპანია SD Solutions-ის პირველი ჰაკათონი თბილისის ოფისში. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ყველაზე მწვავე პრობლემაზე იმუშავეს  — „თუ როგორ გავხადოთ სამყარო უსაფრთხო“.

საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები ჰაკათონის ფარგლებში ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ. ჰაკათონის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სრული თავისუფლება მიეცათ საკუთარი იდეებისათვის და შეექმნათ ტექნოლოგიური გადაწყვეტები სულ რაღაც 24 საათში. პროგრამისტების (Java, Python, C++, Node.JS და ა. შ.), მონაცემთა ანალიტიკოსების, ინჟინრების, პროდუქტის მენეჯერებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტებისგან შექმნილი 6 გუნდიდან 3 გამარჯვებული გუნდი $3500-იანი, $1500-იანი და $500-იანი ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.

ოგორ დაორგანიზდა ჰაკათონი?

ჰაკათონის ფარგლებში ჟიურის სახით მოწვეულები იყვნენ SD Solutions-ის ბიზნეს პარტნიორი კომპანიების Cyrebro-ს და Finaro-ს წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები კიბერუსაფრთხოებისა და Fintech-ის მიმართულებით.

გუნდებმა თავიანთი ტექნოლოგიური გადაწყვეტები ჟიურის 24 საათის შემდგომ წარუდგინეს, ჟიურიმ კი გუნდები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა: ინოვაციურობა, თემასთან შესაბამისობა, მომხმარებლის გამოცდილება, სტრატეგიული აზროვნება, განვითარების პროცესი და გუნდური მუშაობა.

საბოლოოდ, საპრიზო ადგილები გუნდებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა, რომელიც ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. გუნდმა მშობლებს შესთავაზა აპლიკაცია, რომელიც მათ შვილების ადგილმდებარეობის დადგენის შესაძლებლობას მისცემს. დღესდღეობით მსგავსი აპლიკაციები ბაზარზე არსებობს, თუმცა საკმარისი ეფექტურობით არ გამოირჩევა. ასეთი აპლიკაციების ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები ზრდის ბავშვების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვის რისკს. შესაბამისად, გუნდმა განავითარა ბლოკჩეინ სისტემა, რომელიც ხელს შეუშლის ინფორმაციის გავრცელებას.

მეორე ადგილზე მონაცემთა ანალიტიკოსების გუნდი გავიდა — მათ რუსეთ-უკრაინის ომის საპასუხოდ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, შექმნეს ტელეგრამ ბოტთან ინტეგრირებული მანქანური სწავლების მოდელი, რომელიც აღმოაჩენს ყალბ ახალ ამბებს, ამოიცნობს რუსულ პროპაგანდას და ხალხს სანდო ინფორმაციის წაკითხვის საშუალებას მისცემს.

მესამე საპრიზო ადგილი კი ორი პროგრამისტისგან შემდგარმა გუნდმა დაიკავა, რომლებმაც შექმნეს პროგრამა სახელწოდებით “Child NS”. პროგრამა ბავშვებს არასათანადო ინტერნეტ კონტენტისგან იცავს და მშობლების მიერ განსაზღვრულ, სახიფათო წყაროებზე წვდომას უზღუდავს.

რა იყო ჰაკათონის მიზანი?

პანდემიის შემდგომ ჰაკათონები და ღონისძიებები ძირითადად ვირტუალურ ფორმატში ტარდებოდა, ამიტომ SD Solutions-მა გადაწყვიტა, ჰაკათონი ფიზიკურ სივრცეში ჩაეტარებინა და ცოცხალი კომუნიკაციისა და იდეების გაზიარების სივრცე შეექმნა ახალგაზრდებისთვის. სწორედ ასე შეიქმნა პლატფორმა IT სოციალიზაციისთვის.

ამასთან, 2022 წლის ზაფხულში SD Solutions-მა თბილისში ახალი ოფისი გახსნა და  ტალანტების დაქირავების აქტიური პროცესი დაიწყო. ამისათვის კი მნიშვნელოვანი იყო ტექ ტალანტებს კომპანია პირისპირ გასაუბრებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ SD Solutions-ის კიდევ ერთი ოფისი უკრაინაში მდებარეობს, ჰაკათონის ფარგლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამუშაო თემა სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის სიტუაციამაც განაპირობა. გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა, ემსჯელათ და დაემუშავებინათ იდეები იძულებით გადაადგილებული პირების, სამხედროებისა და უკრაინაში დარჩენილი ადამიანების დასახმარებლად.

SD Solutions-ის PR მენეჯერი ქეით ჟავორონოკი: „ეს იყო შეუცვლელი გამოცდილება ჩვენი გუნდისთვის და სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდა. მიუხედავად რამდენიმე გამოწვევისა, ჰაკათონი შეუფერხებლად წარიმართა. ჰაკათონის შემდეგ, ბევრმა პროგრამისტმა იკითხა, კიდევ იქნება თუ არა მსგავსი ღონისძიება. დიახ, ჩვენ უკვე ვმუშაობთ საქართველოში ჩასატარებელი ღონისძიებების იდეებზე და ყოველწლიურად სულ ცოტა ორი ჰაკათონის ორგანიზებას ვაპირებთ, რათა გავაძლიეროთ ადგილობრივი IT საზოგადოება. თვალი ადევნეთ ჩვენი კომპანიის გვერდს და არ გამოტოვოთ SD Solutions-ის შემდეგი ღონისძიებები“.

[R]

„გობლინის რეჟიმი“ 2022 წლის ტერმინად დასახელდა

მეცნიერები მარსზე დედამიწის მსგავსი ეკოსისტემის შექმნას აპირებენ