in

კრუიზი ახალი ზელანდიიდან ისლადნიამდე – ორი უკიდურესობის შეხვედრა

შუა ზაფხულში ზღვის სანაპიროზე გასეირნება ერთი სიამოვნებაა, მაგრამ ის ვერ შეედრება ფეშენებელური ლაინერით მოგზაურობას – Seabourn-ი თავის რეკლამაში სწორედ ამ დაუვიწყარ მომენტებს აღწერს. Ultra-Luxury  კატეგორიის ლაინერი უამრავ სიურპრიზს უმზადებს მოგზაურობის მსურველებს.

BOG

სააგენტო Figliulo & Partners-მა საინტერესო მიდგომა გამოიყენა. ვიდეორგოლში ორი კადრი ერთდროულად ჩანს. ზღვაში და ხმელეთზე მიღებული სასიამოვნო შეგრძნებების აღბეჭდვა და ასე კომბინირებულად გადმოცემა სრულ წარმოდგენას გვიქმნის მოსალოდნელ მოგზაურობაზე. ახალ ზელანდიასა და ისლანდიას შორის მოგზაურობა ცხელი კლიმატიდან ცივში გადაგიყვანთ. ვიდეორგოლი ორიგინალურ შედარებებს გვთავაზობს: აზვირთებული ტალღა და ნაყინი, მყინვარები და უკიდეგანო ჰორიზონტი, ჩანჩქერი და შამპანური… ეს სრული ჩამონათვალი არ არის. 

 

https://www.youtube.com/watch?v=-Y6kxUDZcEI

ჩვენ ერთი ოჯახი ვართ – iPhone-ით გადაღებული სამყარო

Toyota–ს ვიდეორგოლში მთელი მსოფლიო ოქროს მედალოსანია