in

Seagate მომხმარებლებს „ვარსკვლავური ომების“ SSD-ს სთავაზობს

მონაცემების შესანახად ადგილი ყველას სჭირდება და გამოიყენებდით თუ არა ლაზერული ხმლის SSD-ს? — დიახ, ეს ამბავი Star Wars-ის გულშემატკივრებისთვისაა. Lightsaber Collection Special Edition FireCudea PCIE Gen4 NVMe SSD 1 და 2-ტერაბაიტიანი სიმძლავრით და ამასთან, 7300 მბ/წმ-იანი თანმიმდევრული კითხვის სიჩქარით არის წარმოდგენილი. თერმული პრობლემები თავიდან რომ აიცილოს, პასიური ქულერიც კი აქვს.

Alta
Alta

თუმცა ჩვეულებრივი RGB ნათების ნაცვლად, არჩევანის გაკეთება დართ ვეიდერის, ლუკ სქაიუოკერისა და ობი-ვან კენობის ლაზერულ ხმლებს შორის მოგიწევთ. ხოლო თუ თქვენთვის რთულია ამ სამს შორის არჩევანის გაკეთება, მათ შორის გადართვასაც მოახერხებთ. აქ ფერებიც კი შეგიძლიათ შეცვალოთ…

სპეციალური გამოშვების SSD-ებს 5-წლიანი გარანტიაც მოჰყვება და 3-წლიანი მონაცემთა აღდგენის სერვისი. ეს უკანასკნელი კი იმიტომ, რომ New Republic და Empire-იც არ იყვნენ ჰაკერებისგან დაცული… 

Star Wars-ით შთაგონებული ერთტერაბაიტიანი SSD-ს შეძენა 185 დოლარად, ხოლო 2-ტერაბაიტიანის 290 დოლარად მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი.

სახალისო პოსტერები ქუჩების დაბინძურების წინააღმდეგ

ქართული ორგანული ღვინო და ჩაი მსოფლიოში წამყვან სავაჭრო გამოფენაზე!