OpenAI გეგმავს, რომ დანერგოს SearchGPT, რომლითაც Google-სა და სხვა საძიებო სისტემებს კონკურენციას გაუწევს. ის მიზნად ისახავს, რევოლუცია მოახდინოს ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების კუთხით. გაუმჯობესებული საუბრის შესაძლებლობებისა და რეალურ დროში ვებ მონაცემთა ინტეგრაციის მეშვეობით, SearchGPT აპირებს Google-ის დომინაცია დაასრულოს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ SearchGPT-ის დახმარებით ინფორმაციის მოძებნა უფრო სწრაფი, ზუსტი და ინტუიციური გახდება. ტრადიციული საძიებო სისტემების გამოყენებისას მომხმარებელი მიღებული შედეგების ზღვაში იძირება და სასურველი ინფორმაციის მიღება ზოგჯერ ძალიან უჭირს. SearchGPT კი განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს. ის შეაჯამებს პასუხებს და უზრუნველყოფს ავთენტური ბმულების მოწოდებას შესაბამისი წყაროებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ SearchGPT ამჟამად სატესტო რეჟიმშია, OpenAI-ის კი დიდი გეგმები აქვს.
კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამჟამინდელი კონცეფცია მხოლოდ დროებითია და ტესტების შედეგად მხოლოდ საუკეთესო ფუნქციებს დატოვებენ.