22
May
2019

აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს იხსნება

22 May 2019

ზაფხულის ტურისტულის სეზონი, აჭარაში, ოფიციალურად, 15 ივნისს, „ზაფხულის ფესტივალით“ იხსნება. გარდა ამისა, რეგიონის სტუმრებს სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიება ელოდება.

„აჭარაში ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი„ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნება. სლოგანის მსგავსად, „ზაფხული იწყება აქ“, უცვლელია ფესტივალის ჩატარების ადგილიც – ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი, წელსაც, ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე ჩატარდება. აქვე იფუქნციონირებს ღია კაფე – ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. დღის განმავლობაში, სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სპორტულ – გასართობი აქტივობებია დაგეგმილი, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზეა გათვლილი. ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება“, – ამბობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, მთელი სეზონის განმავლობაში, რეგიონის სტუმრებს საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები ელოდებათ.

„ მაგალითად, ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, შავი ზღვის ჯაზფესტივალი, მეგა ვარსკვლავების კონცერტები „ბლექსი არენაზე“ და ტრადიციული კულტურულ – გასართობი ღონისძიებები. განახლებული ინფრასტრუქტურითა და ტურისტული სერვისებით შეხვდება სეზონს რეგიონის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი და მტირალას ეროვნული პარკი“.

 

განხილვა