ალცჰაიმერი კაცობრიობის უდიდეს პრობლემად იქცა — 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 55 მილიონი ინდივიდი იტანჯება ამ დაავადებით. განკურნების ეფექტიანი გზა კი ჯერ კიდევ ვერ მოიძებნა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები სრულად კარგავენ რეალობის აღქმას, იშლება ზღვარი სინამდვილესა და წარმოსახვით სამყაროს შორის… ვეღარ იხსენებენ ყველაზე ძვირფას ადამიანებსაც კი, ხოლო საკუთარი ცხოვრება გაუგებრობის ერთ დიდ მორევს ემსგავსება.
მიუხედავად ამისა, არის ხოლმე წამიერი მომენტები, როცა ინდივიდს ცნობიერება უბრუნდება. უცბად ახსენდება ყველაფერი, მაგრამ შემდეგ კვლავ გაურკვეველ სიბნელეში ბრუნდება. სწორედ ამას ეხება ალცჰაიმერის ასოციაციის უახლესი კამპანია, სახელწოდებით Second.