27
Dec
2018

ახალი საგამოფენო სივრცე თბილისში და ექსპოზიცია, რომელიც კულტურულ ნარატივებს სამომხმარებლო ენაზე თარგმნის

27 Dec 2018

გალერეა WINDOW PROJECT საქართველოში ვახტანგ ქოქიაშვილის პირველ პეროსნალურ გამოფენა – Second Order-ს მასპინძლობს და ამ ექსპოზიციით ახალ საგამოფენო სივრცეს ხსნის თბილისში. ამჟამად, სივრცეში მინანქრის უნიკალური ტექნიკით შესრულებული ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევრების, აბსტრაქტული ნახატების, ასამბლაჟებისა და პოპ-არტისტული ინსტალაციების დათვალიერებაა შესაძლებელი.

ფოტოკრედიტი – სერა ძნელაძე

ექსპოზიცია სამ მიმართულებას – მითოსს, რელიგიასა და ეთნოგრაფიულ პოპს აერთიანებს. ორგანიზატორთა განმარტებით, მითოსი არაცნობიერის სარკეა, ექსპოზიციის მეორე ნაწილი რელიგიურ თემებს კიჩურ ფორმებში ასახავს, ეთნოგრაფიული პოპი კი თანამედროვე სამყაროში ადამიანების სავიზიტო ბარათია, რომელიც წარსულ და აწმყო გამოცდილებებს უახლეს ენაზე თარგმნის.

ფოტოკრედიტი – სერა ძნელაძე

გამოფენა, მხატვრის განვითარების ეტაპებს ასახავს, რომლის განმავლობაში მითოსური ფორმები წარმოებისა და დიზაინის ეფექტებით იცვლებიან.  ექსპოზიციაში წარმოდგენილია ამ გარდატეხის ამსახველი ცალკეული აქცენტები, მოტივები და სოციალური ტრანსფორმაციები, რომლებიც კულტურულ მეხსიერებას ახალი საკომუნიკაციო ფორმებით, მოდელებითა და პატერნებით აწარმოებენ. ქოქიაშვილის ცხოვრების ბოლო წლები სწორედ ასეთ თარგმანებს ეძღვნება. რელიგიური ნარატივები და სიმბოლოები თარგმნილია 2000-იანი წლების სამომხარებლო ენაზე. ასეთი ტრანსკრიფციით ახლებურ შემოქმედებით სივრცეს ვიღებთ, რომელსაც შეუძლია მოიცვას ფართო სოციალური სპექტრი და ამავდროულად იყოს მიუკერძოებელი“, – აღნიშნავს გამოფენის კურატორი, ნინა ახვლედიანი.

ფოტოკრედიტი – გურამ კაპანაძე

ფოტოკრედიტი – სერა ძნელაძე

ვახტანგ ქოქიაშვილი 1930 წელს დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხტვრო აკადემია. 1962-1969 და 1973-1979 წლებში იყო საქართველოს მხატვართა ფონდის მთავარი მხატვარი. 1967 წელს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება მიენიჭა. 1981-1994 წლებში იყო საქართველოს მხატვართა კავშირის მონუმენტური სექციის თავმჯდომარე. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს ვარშავაში, ტრიპოლიში, დრეზდენში, სოფიაში, კეჩკემეტში და პარიზში გამოიფინა. 1990-იანი წლებიდან ვახტანგ ქოქიაშვილმა აქტიურად დაიწყო პოპ არტისტული სერიების შექმნა. ამ მომენტისთვის, მისი შემოქმედება ასობით კოლაჟს, გრაფიკასა და ასამბლაჟს აერთიანებს.

ფოტოკრედიტი – სერა ძნელაძე

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ვიტრაჟული ხელოვნების დანერგვა ქოქიაშვილის სახელს უკავშირდება. მისი შექმნილია თბილისში ყოფილი სასტუმრო „ივერიას“ ინტერიერის ვიტრაჟი; ფუნიკულიორის ქვედა სადგურის ვიტრაჟი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვიტრაჟი, სასტუმრო „მეტეხი“ ფერწერა, ვიტრაჟი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ვიტრაჟი. რიწის ტბის დასასვენებელი კომპლექსი, სოხუმი, ადლერი, პიცუნდა. (აფხაზეთი). გარდა ამისა არაერთი ობიექტი მოსკოვში, უკრაინასა და ყაზახეთში. 1990-იანი წლებიდან ვახტანგ ქოქიაშვილმა აქტიურად დაიწყო პოპ არტისტული სერიების შექმნა. მისი შემოქმედება ასობით კოლაჟს, გრაფიკასა და ასამბლაჟს აერთიანებს.

ფოტოკრედიტი – სერა ძნელაძე

ფოტოკრედიტი – სერა ძნელაძე

 

ვახტანგ ქოქიაშვილის პირველ პეროსნალურ გამოფენას – Second Order საქართველოში WINDOW PROJECT და თიბისი სტატუსი წარმოგვიდგენს. ექსპოზიციის კონცეპტუალურ სტრუქტურასა და დიზაინზე ახალგაზრდა ხელოვანმა – ლადო ლომიტაშვილმა იმუშავა. რაც შეეხება გამოფენის ხანგრძლივობას, ის 23 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

განხილვა