ტყუილი კეთილი მხოლოდ შობასაა! – გვეუბნება ახალი ზელანდიის ფოსტა საკუთარი კამპანიით და საჩუქრებთან დაკავშირებული სიცრუის უწყინარობის ვიზუალიზაციას „პინოქიოს ცხვირით“ ახერხებს.
ნამუშევარი FCB New Zealand-ს ეკუთვნის და კარგადაა წარმოჩენილი საფოსტო მომსახურების როლი, მაგალითად, იმ დროს, როცა ოჯახი სეკრეტ სანტას თამაშობს იმისთვის, რომ საჩუქრების გაცვლის მომენტი ზღაპრული და სიურპრიზებით სავსე იყოს.
კამპანიის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ვინმეს ტყუილი მათსას არ ემთხვევა და ამ ნამუშევრის ნახვის შემდეგ, საჩუქრის ავტორს ცხვირი შესამჩნევად არ გაეზრდება.