ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტკბილეულის ბრიტანულმა მწარმოებელმა Cadbury “სიქრეთ სანტას” კამპანია წამოიწყო. კამპანიაში ჩართვა და საჩუქრის შერჩევა ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი. ამგვარად ხდებიან სრულიად უცხო ადამიანების “საიდუმლო სანტები”. თამაშში, ამ დრომდე, დაახლოებით 137,000 ადამიანია ჩართული. კამპანიის ფარგლებში, გადაიღეს საახალწლო ვიდეორგოლიც, სადაც სანტას ნიღბებიანი “სიქრეთ” სანტები თავიანთ ადრესატებს გემრიელ საჩუქრებს უტოვებენ.
https://www.youtube.com/watch?time_continue=54&v=fxVxPLFtoNA&fbclid=IwAR0mOpPjtmbQ2OACwCzyxA0f2WWy4FPFXSplXKXLScLRbBy7wNfk2ildbV0