in

საყოველთაო Secret Santa-ს საშობაო ბაზრობა ახალ აღმაშენებელზე

საქართველოს ბანკის ინიციატივით, ახალი აღმაშენებელის საფეხმავლო გზაზე, საყოველთაო Secret Santa 2018-ის საშობაო ბაზრობა მოეწყო, სადაც 25 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, 12:00-დან 23:00-მდე, ყველას ექნება შესაძლებლობა, შეიძინოს ქართული საჩუქრები. საყოველთაო Secret Santa-ს საშობაო ბაზრობაზე წარმოდგენილია Secret Santa-ს სახელოსნოში ჩართული, მხოლოდ ადგილობრივი მცირე ბიზნესის მიერ წარმოებული ქართული და მრავალფეროვანი პროდუქცია.  წელს, სანტებს შესაძლებლობა აქვთ, რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით  ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას.

BOG
BOG

გარდა ამისა, ბაზრობაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფოსტა და მათ, ვინც ჩართულია საყოველთაო Secret Santa-ს პროექტში, შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ქართული საჩუქარი და ფოსტას ადგილზევე ჩააბარონ გზავნილი. საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც, პროექტში მონაწილეებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები უნდა გაუგზავნონ და თავადაც დასაჩუქრდენ. ამ ეტაპზე Secret Santa-ს პროექტში ჩართვისათვის რეგისტრაცია დასრულებულია და ადრესატები თავიანთი სანტების საჩუქრებს ელიან. გულით გაცემულ სულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს, #მევარსანტა #აჩუქექართული!

Siri-ოზული ხმა! – კამპანია ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ

ORANGE SANTA 2018 – სახლში მარტო დარჩენილი ბავშვები – ვიდეორგოლი, რომელიც მომავალ თაობას ეძღვნება