in

31 დეკემბრის ღამეს – Secretsundaze!

875e776a84d7741f5e2f7108849947c0თბილისი უკვე მოინიშნა რუკაზე იმ ევროპულ ქალაქებს შორის სადაც ელექტრონული მუსიკის სცენის კუთხით სტაბილური წინსვლა შეინიშნება. ერთის მხრივ სცენას ქმნიან ადგილობრივი პროდუსერები თუმცა საინტერესოა მეორე მხარეც, მოწვეული არტისტები და მათი შთაბეჭდილებები.

სცენამ უკვე ინდუსტრიის სახეც მიიღო, შესაბამისად ბაზარი გაფართოვდა, კლუბებმა, პრომოუთერებმა და მოღვაწე არტისტებმა ნიშები უკვე დაიკავეს, თუმცა დარჩა აუთვისებელი სივრცეეები და შრეები, რომელიც მსმენელს მომავლისთვის აუცილებლად დააინტერესებს.

Horizon – მუსიკის მოყვარულთა და ფრომოუთერთა ახალი ჯგუფია, რომლებიც წელს რამდენიმე ივენთის სერიას შესთავაზებს მსმენელს. Detroit House / Techno შედარებით მსუბუქი ჟღერადობის მქონე არტისტებით თბილისი დიდად არ არის განებივრებული, თუმცა ადგილობრი არტისტებიდან მოიძებნებიან წონიანი დიჯეები რომლებსაც შეუძლიათ შესაშურად დაუკრან და კლუბიც ააცეკვონ.

Horizon – ის ივენთების სერია ჯამში 10 მუსიკალური საღამოსგან შედგება, რომელიც ძველ ინდუსტრიულ ქარხანაში, ელექტროვერკში ჩატარდება. პირველი საღამოსთვის ლონდონისთვის კარგად ნაცნობი secretsundaze გადმოინაცვლებს თბილისში, ახალი წლის ღამის შოუქეისის ფარგლებში, თქვენთვის სწორედ მისი დამფუძნებელ-რეზიდენტები Giles Smith და James Priestley დაუკრავენ, Vodkast-ის ოჯახის წევრ Zurkin-თან ერთად.

ჯეიმსის და ჯაილსის შემოქმედებას ევროპული და ამერიკული სცენა კარგად იცნობს, ისინი ყოველწლიურად უკრავენ მსოფლიოს ისეთ წამყვან კლუბებში როგორებიცაა: Fabric, Robert Johnson, Output, Space, Panorama Bar, The Rex, Wategate, Tresor, Studio80 და მრავალი სხვა.

Secretsundaze შოუქეისები რეგულარულად იმართება Sonar-ის და Off Sonar-ის ფარგლებში, არანაკლებ წარმატებულია მათი თანამშრომლობა სხვა ფესტივალებთანაც, (Lovebox, Eastern Electrics, Hideout.)

ბილეთები იყიდება როგორც ონლაინ ასევე კონკრეტულ ადგილებში:

Early Bird: 25 GEL

Standard: 30 GEL

At the Door: 30 GEL

Book Corner

13 Tarxnishvili Street

Online:

http://eventer.ge/

Link: http://on.fb.me/1TgwDDd

ბარამბოს წინა საახალწლო სიურპრიზი თბილისელებს

მაგთის თანამშრომლები სანტას ფორმებით ქუჩაში გამოვიდნენ!