in

„მშიერი ვერ წახვალ“ — ბებიების ამბავი და ეგვიპტური კულტურა Sedr-ის ბრენდინგში

Sedr კულინარიული ბრენდია, რომელიც ნიუ-იორკის თანამედროვე ურბანულ ლანდშაფტში ხელახლა ნერგავს ეგვიპტურ დელიკატეს ფეტირს. სახელი Sedr ეგვიპტურ სახლებში არსებული ტრადიციული ლითონის ლანგრისგან მოდის, რომელსაც ჩვეულებრივ საკვების მისართმევად იყენებდნენ და ასე იგი სტუმართმოყვარეობის, სითბოსა და საერთო გამოცდილების სიმბოლოდ გვევლინება.

BOG
BOG

ფენოვანი ცომისგან დამზადებული ფეტირი ეგვიპტური კულინარიული კულტურის განუყოფელი ნაწილია, ტკბილიც და მარილიანიც მდიდარი ისტორიით გამოირჩევა და ის არის, რაც თაობებს ძალიან უყვართ. ახლა კი Sedr-ის მიზნად ამ გამოცდილების ახალ დემოგრაფიულ ჯგუფამდე მიტანა იქცა, მისი ხიბლის შენარჩუნება ისე, რომ ახლებური ვიზუალური იდენტობაც შეიძინოს…

ეს უკანასკნელი მატრიარქალური სიბრძნის, წინაპრებისა და რიტუალების პატივისცემას ეფუძნება. მონოქრომული შავ-თეთრი პალიტრა ისტორიის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ლოგოტიპით კი სურთ, არაბული კალიგრაფია შეინარჩუნონ და, პარალელურად, ამერიკული სასადილოებისა თუ ქუჩის კვების ობიექტების სიმამაცეც არ დაკარგონ.

აქვე ნახავთ ხელით დახატულ თილისმას – Teta ბებიაა, რომლის ამბავიც ნაწილობრივ ლეგენდას ეფუძნება… ვხედავთ, რომ უძველესი წესით აცხობს ფეტირს: ხელით, გულითა და ცეცხლით.

ბრენდის შეხების წერტილები, აბრებიდან დაწყებული, შეფუთვითა და ციფრული აპლიკაციებით დამთავრებული, ექსპრესიულ ტიპოგრაფიასა და სახალისო ილუსტრაციებს იყენებს. ასე კი ტრადიციებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე ურბანულ ცხოვრებაში დაიმკვიდროს თავი. 

ტონი დედობრივი და მშვიდია, რაღაც ისეთს გადმოგცემთ, რაც ბებიასთან ყოფნის მსგავს გამოცდილებას ქმნის… ყოველი შემთხვევისთვის, მიზანი ნამდვილად ეს იყო. ახლა კი თავად ნახეთ, როგორ აპირებს ეგვიპტური კულტურა თანამედროვე სამყაროში თავის დამკვიდრებას:

ფერნანდო მაჩადო Leavingstone-ის კონსულტანტი გახდა

ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!