in

See My Pain — კამპანია ტკივილის სტერეოტიპული აღქმის წინააღმდეგ

როგორც ანტიბიოტიკების მწარმოებელმა კომპანიამ, Nurofen-მა ტკივილის აღქმასთან დაკავშირებული გენდერული ხარვეზები შეისწავლა. კერძოდ, როგორც კვლევის მიხედვით დადგინდა, მამაკაცებთან შედარებით, ექიმები ქალების შემთხვევაში 36%-ით მეტად უგულებელყოფენ ამა თუ იმ სიმპტომს.

საკითხი, რომელსაც კომპანია კრიტიკულს უწოდებს, იდეალურად ასახავს ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს. სწორედ ამიტომ, ნუროფენმა კრეატიულ სააგენტო McCann London-თან თანამშრომლობა დაიწყო და ასე შეიქმნა See My Pain კამპანია. ამ უკანასკნელის ფარგლებში, იმიტირებული წამლების სერია გამოაქვეყნა. მათზე დატანილი ფრაზები კი დამამცირებელ, მტკივნეულ სიტყვებს მოიცავს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აიტანონ ქალებმა ტკივილი — მაგალითად, „ზედმეტად დრამატული ხარ“, „იქნებ, შენი ასაკის ბრალია“ ან „ეს ყველაფერი უბრალოდ შენს გონებაში ხდება“.

გარდა ამისა, McCann London და ნუროფენი მუშაობენ ბრიტანულ გაზეთ The Guardian-თან, რათა უფრო ღრმად შეისწავლონ მსგავსი ისტორიები. როგორც სააგენტოს კრეატიული დირექტორი რუთ ბოულტერი აღნიშნავს, იმედოვნებენ, რომ კამპანია ქალების ექიმებთან ვიზიტის გამოცდილება გააუმჯობესებს.

ChatGPT-ის საპასუხოდ, Alibaba ახალ ჩეტბოტს უშვებს

„მოთმინება სათნოებაა” – Mailchimp-ის წარმატების მთავარი საიდუმლო