15
Oct
2019

პრობლემა, რომელსაც ვერ ვხედავთ – კამპანია მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით

15 Oct 2019

Elit Electronics


შესაბამისი ჰიგიენური საშუალებების არქონის გამო, მენსტრუალური ციკლის დროს, უამრავ გოგოს ექმნება დაბრკოლება იაროს სკოლაში, მიიღოს განათლება… ეს ის პრობლემაა, რომლის გადაჭრაც ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რადგან ბევრისთვის ის უხილავია. რა თქმა უნდა, სიტუაცია სხვანაირი სიმწვავით აღიქმებოდა, სისხლდენა, მაგალითად, ცხვირიდან რომ იყოს. ეს თემა ხმამაღლა სასაუბროდ უხერხულად გეჩვენებათ? ვიდეორგოლში, რომელიც ციკლის მსოფლიო დღეს ეძღვნება, ამ კითხვაზეც მიიღებთ პასუხს. კამპანიაზე სააგენტომ BBDO იმუშავა.

განხილვა