in

Bublé-სა და მაიკლ ბუბლეის კამპანია გრძელდება — See the Bublé side

კანადელი მუსიკოსი მაიკლ ბუბლეი წყლის ბრენდ Bublé-თან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს. იგი ჯერ კიდევ 2019 წელს Super Bowl-ის რეკლამაში ვნახეთ, სადაც „ბაბლეისა“ და „ბუბლეის“ წარმოთქმის საკითხს განიხილავდნენ, ამჯერად კი ახალ სლოგანს — See the Bublé side გვაცნობენ. 

კრეატიული სააგენტო TBWA\Chiat\Day New York მსუბუქ იუმორს მიმართავს და ცხოვრების ყოველდღიურ მომენტებს გვაჩვენებს. მაგალითად, როცა სტუმარი წვეულებამდე ძალიან ადრე მოდის და ჩვენ სააბაზანოდან ახალ გამოსული ვხვდებით, ან როცა მეუღლეს საქორწინო საჩუქარი იმ ადამიანების თვალწინ უვარდება, რომელთაც აჩუქეს.

რეკლამაში “Broken Dish” კი მაიკლ ბუბლეი უხერხული სიტუაციის გადასარჩენად მაცივრიდან გამოდის, რაც სიუჟეტს სიურრეალისტურ ეფექტსაც სძენს. Bublé side კი გვეუბნება, რომ ჭურჭლის გატეხვა ნაკლები სარეცხის ქონას ნიშნავს. 

ხოლო ადრე მოსულ სტუმარს გუაკამოლეს მომზადებაში დახმარებას თხოვს, რითაც მასპინძელის პრობლემაც გადაიჭრება და მას წვეულებისთვის მომზადების საშუალებაც მიეცემა.

როგორც ამბობენ, კამპანიის კონცეფცია მაიკლ ბუბლეის ოპტიმისტურ პერსონასაც ესადაგება. და თუ ახლა Feel-Good კამპანია მსოფლიოში არსებული მძიმე თემებისგან გადახვევას ცდილობს, ამის პარალელურად მაიკლ ბუბლეი განვითარებული მოვლენების შემდეგ პოზიტიური მუხტის გასავრცელებლად, ალბომს, სახელწოდებით Higher, უშვებს.

სამყაროს გაფართოება მალე შეწყდება — კვლევა

რა უნდა გავითვალისწინოთ იდეალური ჩაის მოსამზადებლად?