“Johnson&Johnson”-ის ახალგაზრდული ხაზის “Clean&Clear”-ის სახედ 14 წლის ტრანსგენდერი აირჩა.
ჯაზ ჯენინგსი 2 წლიდან თავს გოგოდ თვლის. ოთხი წლიდან ექიმებმა დიაგნოზი “გენდერული დისფორია” დაუსვეს. 2014 წელს ჯაზმა წიგნი “მე ჯაზი” გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად აღწერა რა სირთულეებს აწყდება ადამიანი, რომელიც მსგავსი დიაგნოზით ცხოვრობს.
“Johnson&Johnson” არ არის პირველი კომპანია, რომელმაც რეკლამის მთავარ გმირად ტრანსგენდერი აირჩია, მსგავსი რეკლამა 2012 წელს “Redken”-მა ხოლო 2014-ში “L’Oreal”-მა გადაიღო.
https://youtu.be/vyNZXQ136oI