აპრილი World Autism Acceptance-ის თვეა, ამიტომაც საქველმოქმედო ორგანიზაცია Autistica მსუბუქ იუმორს მიმართავს აუტიზმის ირგვლივ არსებული სტერეოტიპების დასამსხვრევად. სათაურიც მარტივია: See Us as Individuals, Not Stereotypes. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იაზრებენ სპექტრის არსებობას, ხშირად, მაინც სტერეოტიპულად უყურებენ მათ, ამიტომაც ახლა სწორედ ამ გავრცელებულ მოსაზრებებს აშარჟებენ.
„ჩვენი მთავარი პერსონაჟი ჯესია, ფერადკანიანი აუტისტი ქალი, რომლის სუბიექტურობაც ჩვენს ყველა შემოქმედებით გადაწყვეტილებაშია გათვალისწინებული, დაწყებული კინემატოგრაფიით და დამთავრებული ხმის დიზაინით. ასე მიზნად აუტიზმის სენსორული გამოცდილების ასახვა დავისახეთ. ჩვენი პროექტი აუტისტური სპექტრის მქონე შემოქმედებითი ადამიანებისა და ამ სპექტრის არმქონე პირების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და მე ნამდვილად ვამაყობ შედეგით“, — განმარტავს სინდჰა აგჰა, კინორეჟისორი, რომლის დედაც თავადვე გახლდათ აუტიზმის მკვლევარი.
ამგვარად, გზავნილი მარტივია: აუტიზმი ყველა ადამიანში განსხვავებულად ვლინდება, ისინი ინდივიდები არიან და არც სტერეოტიპებით განისაზღვრებიან.
კამპანიაზე House 337-ის გუნდმა იმუშავა და თუ კიდევ გაინტერესებთ აუტიზმის შესახებ არსებული კამპანიები, მაშინ ამ ამბავს უნდა გაეცნოთ აუტისტური სპექტრის მქონე მამა-შვილზე.