in

Seedstars Tbilisi 2017-ის გამარჯვებული ცნობილია!

Seedstars სტარტაპების საერთაშორისო კონკურსია, რომლის ადგილობრივი გამარჯვებული 16 სექტემბერს გამოვლინდა, ამრიგად, წელს, შვეიცარიაში საქართველოსა და საკუთარი სტარტაპის წარსადგენად, სადაც 1 მლნ დოლარის მოგების შანსი გიორგი ცხოვრებაძესა და მის გუნდს აქვს, პროექტით Rehab Glove, ესაა ინსულტის სარეაბილიტაციო ხელთათმანი, რომელიც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თერაპიებს აერთიანებს ვირტუალურ რეალობაში. პროექტი, წელს, Garage 48-ის გამარჯვებულიც გახდა. დეტალებზე სტარტაპის დირექტორს გიორგი ცხოვრებაძეს ვესაუბრეთ.

BOG
BOG

 

M: გიორგი, Rehab Glove-ის იდეით, Garage 48-ის ჰაკათონში წელს პირველი ადგილი მოიპოვე, რაზეც ვისაუბრეთ კიდეც ერთ-ერთ სტატიაში. რა ფორმით იმონაწილევეთ Seedstars-ზე? იყო ცვლილება გუნდში ან კონცეფციაში?

ჰაკათონში მონაწილეობის შემდეგ დავხვეწეთ პროტოტიპი და გავაუმჯობესეთ ბიზნეს მოდელი, ასევე კონსულტაცია გავიარეთ საქართველოში საუკეთესო ნევროლოგებთან, რამაც მოგვცა იდეის ვალიდაცია და სწორი გზა განვითარებისათვის. გუნდში იყო ცვლილება, შემოგვიერთდნენ ტუნისის ინფორმატიკის ნაკრების წევრები – აჰმედი და იედი, რომლებსაც ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ და მათი როლი RehabGlove-ის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შედეგად გვყავს უძლიერესი გუნდი, რომელიც მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის.

M: გიორგი, შენს პროექტზე ადრეც გვისაუბრია, თუმცა, ამჯერად გვიამბე, რა გლობალურ პრობლემას პასუხობს Rehab Glove და როგორ გამოიყენება?

ხელთათმანის იდეა გაგვიჩნდა 1 წლის წინ, როდესაც გვინდოდა ტექნოლოგია გამოგვეყენებინა სამედიცინო სფეროში ისეთი პრობლემების გადასაწყვეტად, როგორიცაა ინსულტის რეაბილიტაცია. წელიწადში 9 მილიონ ადამიანს გადააქვს ინსულტი, ხოლო ინსულტის რეაბილიტაცია ჯდება ძალიან ძვირი, RehabGlove-ის მიზანია მაქსიმალურად შეამციროს სარეაბილიტაციო ხარჯები და გახადოს რეაბილიტაცია უფრო ეფექტური.

პირველი ეტაპი, რომელიც არის სარკის თერაპიაზე დაფუძნებული (Mirror Therapy), მუშაობს შემდეგნაირად: პაციენტი ხელთათმანს იკეთებს ორივე ხელზე. მან კომპიუტერულ სიმულაციაში, ჯანმრთელი ხელით უნდა შეასრულოს სხვადასხვა სახალისო დავალებები, მაგალითად, აიღოს ვირტუალური ობიექტები და დაადოს ერთმანეთზე, და ასე შემდეგ. ხელთათმანზე არსებული სენსორები აღიქვამენ ჯანმრთელი ხელის მოძრაობას და ხელთათმანის მეშვეობით დაზიანებულ ხელს იგივე მოძრაობებს აკეთებინებენ. შედეგად პაციენტი ორივე ხელს ამოძრავებს ერთნაირად, რაც ტვინს უწევს სტიმულაციას და ღდგება დაკარგული კავშირები. ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენებით მკაფიოდ გაიზრდება ფსიქოლოგიური თერაპიების ეფექტურობა (ვირტუალური რეალობა უკვე გამოიყენება სხვადასხვა თერაპიებისთვის, ხოლო ხელთათმანი პაციენტს გაუწევს ფიზიკურ თერაპიებს და გააკეთებინებს სხვადასხვა ვარჯიშებსა და მასაჟებს რომლებიც კეთდება დღესდღეობით).
პაციენტი გადადის მეორე ეტაპზე, როდესაც მისი ხელის მოძრაობის უნარი შესამჩნევად გაუმჯობესდება, ანუ მას შეეძლება სხვადასხვა მოძრაობების სუსტად, მაგრამ შესრულება. ამ ეტაპზე, ხელთათმანზე არსებული სენსორები აღიქვამენ, თუ რამხელა ძალას იყენებს პაციენტი ხელის მოსახრელად და დაეხმარებიან მას ხელის მოხრაში და მოძრაობების გაკეთებაში. ეს პაციენტს კომპიუტერულ სიმულაციაში ორივე ხელით სხვადასხვა დავალების შესრულების საშუალებას მისცემს. დროთა განმავლობაში, პროგრესთან ერთად, ხელთათმანი დააკლებს გაწეულ დახმარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტს მეტი და მეტი ძალის გამოყენება მოუწევს მოძრაობების შესასრულებლად.
ამ ეტაპების გარდა, ხელთათმანს შეეძლება იმ მოძრაობებისა და მასაჟების გაკეთება, რომელიც რეაბილიტაციისთვისაა საჭირო.

M: რამდენად კონკურენტული იყო გარემო?

ყველა ფინალისტი ძალიან ძლიერი და საინტერესო სტარტაპი იყო, მაგალითად CloudCEO, მათ ყავთ ძალიან ძლიერი გუნდი და საინტერესო და საჭირო სამართავი პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნეს ლიდერებს მიიღონ უკეთესი გადაწტვეტილებები და უმარტივებს მათ ბიზნესის ყოველდღიურ მართვას.

M: რას ნიშნავს შენთვის (შენი გუნდისთვის) Seedstars Tbilisi-ზე გამარჯვება?

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო Seedstars Tbilisi-ში გამარჯვება, შვეიცარიაში დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობა საშუალებას მოგვცემს გავაცნოთ ჩვენი სტარტაპი მსოფლიოს და მოვიპოვოთ დაფინანსება.

M: ეს კონკურსიც მოიგეთ. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

ახლა დროის უმეტეს ნაწილს software და hardware-ს ვუთმობთ, ხოლო დეკემბერში მონაწილეობას მივიღებთ რეგიონალურ სამიტზე, სადაც ვიმიშავებთ ბიზნეს მოდელის დახვეწაზე და მოვემზადებით მსოფლიო სამიტისთვის.

მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული დიზაინ კონკურს IDEA-ს რებრენდინგი და ახალი იდენტობა

Nurses – ძეხვ „საექიმოს“ კამპანია სამედიცინო უნიფორმის გამოყენებით