“ბიას” და “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” (AGH) მხარდაჭერით, თბილისში მსოფლიო მასშტაბის სტარტაპების კონკურსი – Seedstars World გაიმართება. 16 სექტემბერს 10 საუკეთესო ქართული სტარტაპი იბრძოლებს იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა SeedStar-ის სამიტზე წარადგინოს და მოიგოს $1,000,000. Seedstars World, სტარტაპების/განვითარების საწყის ეტაპზე არსებული კომპანიების საერთაშორისო კონკურსია, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. კონკურსი 16 სექტემბერს საქართველოს ინოვაქციების და ტექნოლოგიის სააგენტო/GITA – ში ჩატარდება. “ბია” მის ონლაინ ბაზაში არსებულ სტარტაპებს მოუწოდებს, გამოიყენონ შესაძლებლობა და მიიღონ მონაწილეობა კონკურსში!
Seedstars World წელს 65-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, იმისთვის რომ გამოავლინოს საუკეთესო სტარტაპი, რომელიც მოგების შემთხვევაში მიიღებს $1,000,000.
Seedstarts თბილისში ჩასართავად კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- დაარსებული იყოს არაუმეტეს 2 წლისა
- შემოსავალი არ აღემატებოდეს $500,000-ს
Seedstars მსოფლიო ეძებს სტარტაპს/განვითარების საწყის ეტაპზე არსებულ კომპანიებს, რომელიც გადაჭრის რეგიონალურ პრობლემებს და განავითარებს მომგებიან პროდუქტს გლობალური ბაზრისთვის.
10 საუკეთესო სტარტაპი/განვითარების საწყის ეტაპზე არსებული კომპანია იბრძოლებს SeedStar სამიტზე წარსადგენად, რომელიც ყოველწლიურად შვეიცარიაში ტარდება.
იმისათვის, რომ ლოკალურ მეწარმეებს მიეცეთ შესაძლებლობა, SeedStars World-ი ინტენრისიურად მუშაობს ალიანს ჯფუგი ჰოლდინგთან (AGH), რომელიც მთელი წლის განმავლობაში წარმოადგენს ინიციატივას. “მოხარული ვართ სიდსტარ თბილისის ორგანიზებით. სიდსტარ თბილისი საშუალებას მისცემს ქართულ სტარტაპებსა და დამწყებ კომპანიებს წარმოადგინონ თავიანთი თავი მსოფლიოს მასშტაბით, მოიპოვონ დაფინანსება და განავითარონ თავიანთი ბიზნეს იდეები”, – ამბობს აიეტი კუკავა, ალიანს ჯფუგი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.
SeedStars Tbilisi 2017-ის პარტნიორები არიან ალიანს ჯგუფი კაპიტალი (AGC) და ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო (BIA). მედია პარტნიორები: Caucasus Business Week (CBW), Marketer, Ipress.ge, Ibusiness.ge, Georgia today.
SeedStars Tbilisi 2017 რეგისტრაცია დაიწყო!
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ შემდეგ მისამართზე: https://seedsta.rs/SSW17Tbilisi
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 6 სექტემბერი!