საქართველოში წელს პირველად იმართება საერთაშორისო სტარტაპების შეჯიბრი Seedstars World S.A.-ის ადგილობრივი ღონისძიება სახელად Seedstarstbilisi*.
Seedstars World S.A. არის საერთაშორისო სტარტაპების შეჯიბრი, რომელიც ორიენტირებულია
განვითარებადი და სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებაზე და წარმოადგენს ე.წ „სილიკონის ველს“ ამ ქვეყნებისთვის.
კონკურსი მოიცავს ორ ძირითად ეტაპს: 1. ადგილობრივი გამარჯვებულის გამოვლენას 70-მდე ქვეყანაში და 2. თითოეული ქვეყნიდან ფინალისტი გუნდის წარმოდგენას შვეიცარიაში გლობალურ ფინალზე, სადაც გამარჯვებულს ექნება შესაძლებლობა მიიღოს დაფინანსება 500 000 აშშ დოლარის მოცულობით, შეხვდეს საერთაშორისო დონის ინვესტორებს და გაზარდოს სტარტაპის/იდეის ცნობადობა. 2016 წელს ჩატარებულ ფინალურ ღონისძიებაზე გაიმარჯვა სტარტაპმა სამხრეთ აფიკიდან- Giraffe, რომელმაც მიიღო 500 000 USD მოცულობით დაფინანსება; ნომინაციაში საუკეთესო სტარტაპი ტურისტული მიმართულებით ინოვაციებში გახდა უკრაინული სტარტაპი- TRIPMYDREAM, რომელმაც ასევე მიიღო 500 000 USD მოცულობით დაფინანსება და აგრეთვე გამოვლინდა დამატებითი ნომინაცია საჰაერო ტექნოლოგიების მიმართულებით- MapTasking, რომელმაც მიიღო დაფინანსება 50 000 USD მოცულობით.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად იზრდება Seedstars World S.A.-ის მიერ გამარჯვებულებისთვის დაფინანსების მოცულობა და ემატება დამატებითი ნომინაციები. გლობალურ ფინალისთვის გამარჯვებულებისთვის დაფინანსების მოცულობა იგეგმება, რომ გაიზრდება 6 000 000 USD-მდე.
საქართველოში ადგილობრივი ფინალისტის შესარჩევად კონკურსი აქტიურ ფაზაშია შესული. პროექტის ადგილობრივი ორგანიზატორების ინიციატივით შესარჩევ ეტაპს დაემატა მენტორინგის სესიები, სწორედ ამ მიზნით გამოცხადდა Seedstarstbilisi*-ისთვის წინა-სააპლიკაციო განაცხადების მიღება, იხ. სარეგისტრაციო ბმული: http://goo.gl/forms/NGCe45mwHS. აპლიკანტებს, რომლებსაც სურთ ისარგებლონ მენტორინგის სესიებით, წინა-სააპლიკაციო განაცხადი უნდა დაარეგისტრირონ 20 მაისამდე, რის შემდეგაც გაივლიან მენტორინგის სესიას და მოახერხებენ საბოლოო აპლიკაციის გავლას Seedstars World S.A.-ის პორტალზე, რაც შესაძლებელი იქნება 28 მაისამდე.
ადგილობრივი მონაწილეებიდან შეირჩევა 10-12 ფინალისტი, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ პროექტებს 11 ივნისს. ფინალურ ღონისძიებაზე. ღონისძება ჩატარდება საქართველოს ტექნოპარკში. გამარჯვებული გუნდის 1 წევრი კი გაემგზავრება შვეიცარიაში, წარმოადგენს თავის გუნდს და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის. გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯები სრულიად ანაზღაურდება ორგანიზატორების მიერ. იხილეთ ვიდეო Seedstars World S.A.-ის სტარტაპების წინა წლის შეჯიბრის შესახებ:
Seedstars World S.A-ს ადგილობრიბივი პარტნიორი საქართველოში არის Georgian Society of Investment Professionals (GSIP), რომელიც 3 წელია საქართველოში წარმოადგენს CFA Institute (დაფუძნებულია ა.შ.შ.-ში)-ის წინამორბედ ადგილობრივ საზოგადოებას და საქართველოში ექსკლუზიურად გაუწევს ორგანიზებას ადგილობრივ ფინალურ ღონისძიებას Seedstarstbilisi*, 2016 წლის 11 ივნისს. Georgian Society of Investment Professionals (GSIP) არის ICC Georgia-ს წევრი და EPAC (USAID G4G)-ის დამფუძნებელი წევრი.
დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეჯიბრის შესახებ შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:
Seedstarstbilisi* 2016: https://www.facebook.com/Seedstarstbilisi/
http://www.gsip.ge/event-administration.html
Seedstars World S.A.: http://www.seedstarsworld.com/startup-competition/
Georgian Society of Investment Professionals: http://www.gsip.ge/
https://www.facebook.com/cfageorgia













