in

ახალი აპლიკაცია „დაseenვისგან“ გიხსნით

Briano.ai
Briano.ai

მეგობარს სასაცილო ვიდეოს რომ უგზავნით ტიკტოკიდან და პასუხად, კარგ შემთხვევაში, სიცილის ემოჯებს რომ იღებთ ან, კიდევ უარესი, არანაირ პასუხს, ახლა ზუსტად ამას მოაგვარებს Seen. ახალი სოციალური აპლიკაცია, რომელშიც მეგობრებს Live ვიდეო რეაქციებს ჩაწერა მოეთხოვებათ იმ კონტენტზე, რომელსაც უგზავნით. თანაც უკვე iOS მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი, რასაც მალე ანდროიდიც მოჰყვება. 

Seen-ის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ ვიდეოების გაგზავნა პირად შეტყობინებებში iMessages-ის სახით ან საერთო ჩატებში, რომლებიც მაქსიმუმ 11 ადამიანისგან შედგება. როცა რეციპიენტს კონტენტს უგზავნიან, მათ აუცილებლად უნდა ჩაწერონ საკუთარი ვიდეო, რომლის ნახვასაც მხოლოდ მიმღები შეძლებს და ის საერთო მეგობრები, რომლებიც ჩატში არიან. შემდგომ კი მიმღებმა უნდა გაგზავნოს თავისი რეაქცია მიღებულ პასუხზე… კომპანია იმედოვნებს, რომ ამ გზით აპლიკაცია მომხმარებლებს მეგობრებთან ინტერაქციისთვის ავთენტურ გზებს შესთავაზებს.

აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი TikTok-თან ინტეგრაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეგობრებთან ვიდეოების გაზიარების საშუალებას გაძლევთ Seen-ში პირდაპირ ტიკტოკის აპლიკაციიდან. Seen პოპულარული ტიკტოკ ვიდეოების სქროლვასაც გთავაზობთ მთავარ გვერდზე, ასევე ვიდეოების ატვირთვას თქვენი iPhone-იდან. მომავალში კი YouTube Shorts-თან და Instagram Reels-თან ინტეგრაციას გეგმავენ.

ჩვენი მიზანია პლატფორმის შექმნა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირებაში ეხმარება იმ გზებით, რომლებიც საკმაოდ რეალურად გამოიყურება. ვიდეო რეაქციების გაზიარება იმაზე უკეთესია, ვიდრე ცერა თითების აწევა, ეს გვიბიძგებს უფრო სიღრმისეული საუბრებისკენ, — აცხადებს ფაჰემ კაჯეე, მეწარმე, რომელმაც Seen მსახიობ კარენ გილანთან ერთად შექმნა.

როგორც ამბობენ, კინოვარსკვლავის ჩართვა ამ პროცესში აპლიკაციაში მომხმარებელთა მოზიდვის პროცესს დიდად დაეხმარა, მხარდაჭერა Twitter-ის, Twitch-ის, Crunchyroll-ისა და Rotten-ის ყოფილი თუ ამჟამინდელი პირებისგანაც კი მიიღეს. 

მომავალში აპლიკაციას დიდი გეგმები აქვს, თუმცა მანამდე უნდა ვაღიაროთ, რომ Seen ზუსტად იმ დროს გამოჩნდა ბაზარზე, როცა ონლაინ სივრცეში ავთენტური და მნიშვნელოვანი კავშირების მზარდი მოთხოვნა არსებობს. აპლიკაციის დამფუძნებლებიც იმედოვნებენ, რომ ასე მომხმარებლებს ნამდვილთან მიახლოებულ, გულწრფელ ინტერაქციებს შესთავაზებენ და ეს ბევრ მათგანს მარტოობასთან გამკლავებაშიც დაეხმარება…

5 რამ, რაც საერთაშორისო მარტექ ფესტივალ Touch.Point-ზე გავიგეთ

ცნობილი ბრენდების ლოგოები სიურრეალისტურ სტილში დახატეს