in

საავტომობილო ბრენდების საგამოფენო სივრცე თბილისში – Segrex Auto Gallery

25 ოქტომბერს, თბილისში (აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, #5) „სეგრექს ავტო გალერია“ – საავტომობილო ბრენდების საგამოფენო სივრცე გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს ცნობილი მარკების ლიმიტირებულ და მოთხოვნად მოდელებს შესთავაზებს.

BOG
BOG

„შეიძლება, ადამიანს, დღეს, BMW სურს, მაგრამ Mercedes-სა ან Ferrari-ში ჩაჯდომის შემდეგ გადაწყვიტოს, რომ სხვა ავტომობილი ურჩევნია. ამიტომ, მათ მოთხოვნიდან გამომდინარე, მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ: BMW, INFINITI, Mercedes, Toyota, Ferrari, Tesla“, – აცხადებს „სეგრექს ავტო გალერის“ დირექტორი, კობა ბაზაძე.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სიახლე ბრენდისთვის არის ის, რომ ცოტა ხნის წინ, იგი INFINITI-ს ოფიციალური დილერი გახდა და მალე, შოურუმში 4 ტიპის სედანის მოდელი: Q30, Q50, Q60, Q70 და 5 ქროსოვერი: QX30, QX50, QX60, QX70, QX80 იქნება წარმოდგენილი.

Segrex Auto Gallery მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობა. ამიტომაც, შოურუმში წარმოდგენილია გარემოსთან ადაპტირებული NIU სკუტერები. ასევე, იგეგმება ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილების ხაზის გაფართოება. 2021 წლისთვის INFINITI აპირებს, სრულად იქცეს ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელ ბრენდად.

ცნობილი საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა „სეგრექს ავტო გალერიში“ ვერ შეარჩია ავტომობილი, კომპანია მომხმარებელთან ამ მხრივაც ითანამშრომლებს და სასურველ მოდელს წინასწარ შეთახმებულ პირობებსა და ვადებში მიაწვდის.

[R]

ფილტრი ჰელოუინისთვის – ნამდვილი დაავადება, რომელიც ბავშვების სახეს ჭამს

Daazgvie.ge – ახალი სადაზღვევო პლატფორმა