სწრაფი კვების და პიცერიების შეკვეთების 75% ვირტუალურ სივრცეზე გადანაწილდა. ამ მონაცემების ზრდამ “Domino’s Pizza Group”-ს ახალი აპლიკაციის და ხელსაწყოს გამოგონებისკენ უბიძგა, რომელიც ონლაინ გაყიდვებს უფრო კომფორტულს გახდიდა.
კომპანია “FLIC”-მა “Domino’s” პიცერიისთვის შეკვეთის ღილაკი გამოიგონა. “Domino’s” ღილაკი პატარა ყუთს წარმოადგენს, რომელიც სმარტფონის აპლიკაციას უკავშირდება. აპლიკაციაში მომხმარებელს თავისი მონაცემები, საყვარელი პიცის სახეობა და სხვა საჭირო ინფორმაცია შეჰყავს. როდესაც მომხმარებელს პიცა უნდა, ის უბრალოდ ღილაკს აჭერს თითს და პიცის შეკვეთა ავტომატურად ფორმდება.
პირველი ღილაკები სოციალურ ქსელში გამართულ კონკურსში გამარჯვებულებმა მიიღეს. ასევე, ღილაკს თავისი ვირტუალური ვარიანტი აქვს. ღილაკებით სარგებობა დეკემბრის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი.
https://youtu.be/e66gJ6rJWG4













